იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
არტოქსანი კაფსულები

არტოქსანი კაფსულები

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

არტოქსანი
ARTOXAN
 
სავაჭრო დასახელება:
არტოქსანი, Artoxan
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტენოქსიკამი, Tenoxicam
 
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: ყვითელი ფერის ფხვნილის შემცველი მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #3, ნაცრისფერი კორპუსითა და მწვანე სახურავით.
 
შემადგენლობა
კაფსულა შეიცვას
აქტიური ნივთიერება:      ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერებები:    ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ინდიგოტინი, ყვითელი ქინოლონი, ტიტანის დიოქსიდი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: M01AC.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს) ძლიერი  ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
არტოქსანი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
 
 
 
ფარმაკოკინეტიკა
ტენოქსიკამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების და ანტაციდების მიღება ანელებს აბსორბციის პროცესს, შეწოვის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე. ჩმახ მიიღწევა 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. 20-40 მგ-ის ერთჯერადი პერორარული მიღების შემდეგ, პლაზმაში მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2-4მგ/ლ. 20 მგ ტენოქსიკამის ყოველდღური მიღების შემდეგ (ერთჯერ დღეში), 10-12 დღეში მიიღწევა დაახლოებით თანაბარი მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია 11მგ/ლ.
ტენოქსიკამი ადვილად აღწევს ოსტეოართრიტით და რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სინოვიურ სითხეში. დასტურდება ღვიძლში ტრანსფორმაცია არააქტიურ მეტაბოლიტებად. ერთ-ერთი მათგანი (5-ჰიდროქსიპირნიდილი) გამოიყოფა შარდით, დანარჩენი გამოიყოფა ნაღველით გლუკურონის კონიუგატების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ _ 60-75 საათს შეადგეს. პალზმური კლირენსი 0.1-0.25ლ/სთ. მიღებული დოზის 2/3 გამოიყოფა შარდით, 1/3 - ფეკალიებით.
 
გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:
- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოქონდროზის,  რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი) დროს;
- ტკივილი ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია;
- ალგოდისმენორეა;
 
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- მძიმე მიმდინარეობის გასტრიტი;
- ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
 
გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი), ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, სტომატიტი, ანორექსია; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი გართულებები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.
სხვა: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, პლაზმაში კრეატინინის, აზოტის, შარდოვანას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
 
 
 
გამოყენების წესი და დოზები
ინიშნება შიგნით მისაღებად, ჩვეულებრივ 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში ერთი და იგივე დროს.
მწვავე პოდაგრული ართრიტისას ინიშნება 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
 
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არტოქსანი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების (მ. შ. ტოქსიურობას), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პეროლარული ჰიპოგლიკემიური საშუალებების (სულფანილშარდოვანას წარმოებულები) ეფექტს.
ანტაციდები აქვეითებენ შეწოვის სიჩქარეს. სხვა აასს-ები ამაღლებენ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მხრივ.
მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ჰემატოტოქსიურობას.
 
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პირებში, დიურეტიკების, ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე არტოქსანის მიღება უნდა შეწყდეს.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანების  ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის აუცილებლობისას საკითხი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
 
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები. 10 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 

მწარმოებელი:
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია
კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი
 (“ROTAPHARM” Great Britain).

დამზადებულია
“გლობალ ნაპი ფარმაცეუტიკალსი”-ს მიერ.
მე-2 სამრეწველო ზონა, #40, ქუჩა #18, სიქს ოვ ოქტობერ სითი, გიზა, ეგვიპტე.

(“Global Napi Pharmaceuticals”

2nd Industrial Zone, No.40, Street no.18, 6th of October City, Giza, Egypt).