იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
ბიოსელაკი

ბიოსელაკი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

ბიოსელაკი
BIOSELAC
 
სავაჭრო დასახელება
ბიოსელაკი, Bioselac
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
Lactobacillus rhamnosus 573
 
გამოშვების ფორმა
ვაგინალური კაფსულები
 
პრეპარატის ათქ კოდი: G02CX
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებები.
 
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
Lactobacillus rhamnosus 573 ჩხირები – დაახლოებით 1010 (არა ნაკლებ 108 CFU(კოლონიის წარმომქმნელი ერთეული)).
დამხმარე ნივთიერებები: უცხიმო რძე ფხვნილისებრი, საქაროზა, ნატრიუმის L-გლუტამატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი.
 
აღწერილობა: ჩალისფერ-კრემისფერი ფხვნილის შემცველი თეთრი ფერის ჟელატინის მყარი კაფსულები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიოსელაკი გამოდის ვაგინალური კაფსულის სახით, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც წარმოდგენილია ჯანმრთელი ქალების ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში და უზრუნველყოფენ პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისაგან დაცვას.
ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი ან სისტემური მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით, ჰორმონული თერაპია, არასწორი ჰიგიენა არღვევენ ბუნებრივ ვაგინალურ მიკროფლორას და ზრდიან დაავადებების რეციდივის რისკს. ბიოსელაკის თერაპიულ ეფექტს განაპირობებს რძე-შაქრის გადამტანით, ლიოფილიზებული Lactobacillus rhamnosus 573-ის რძემჟავა ბაქტერიების აქტიური შტამების მოხვედრა უშუალოდ საშოში.  ვლინდება საშოს pH-ის სწრაფი დაწევით 4.0-4.7-მდე, ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების აქტიური დათრგუნვით, საკუთარი ვაგინალური მიკროფლორისა და საშოში ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენით.
In vitro  გამოკვლევებით დასტურდება Lactobacillus rhamnosus 573-ის მდგრადობა კო-ტრიმოქსაზოლისა და მეტრონიდაზოლის მიმართ, ამიტომ ბიოსელაკის გამოყენება შეიძლება მოცემული ნივთიერებების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს.
 
 
 
 
 
გამოყენების ჩვენებები
ბიოსელაკი გამოიყენება საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
- სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ვაგინიტის კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ბაქტერიული ეტიოლოგიის ვაგინიტის;
- ვულვოვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის საშოს დისბიოზის პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ანტიბიოტიკების, პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას;
- ადგილობრივი გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარებამდე;
- როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება ტამპონების, ადგილობრივი კონტრაცეპტივების გამოყენებისას, არასაკმარისი ჰიგიენის დროს;
- საშოდან გამონადენის განვითარებისას.
 
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვის შეგრძნება, საშოს სეკრეციის მომატება).
 
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება ადგილობრივად (ინტრავაგინალურად).
კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში, პირადი ჰიგიენის ყველა წესის დაცვით.
ბიოსელაკი გამოიყენება 1-2 კაფსულა დღე-ღამეში (ერთი დილით და ერთი საღამოს ძილის წინ) 7-10 დღის განმავლობაში.
აუცილებლობისას, ტარდება განმეორებითი მკურნალობა.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
 
ჭარბი დოზა
დღემდე პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.
ჭარბი დოზირება საფრთხეს არ წარმოადგენს პაციენტისათვის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბიოსელაკი არ გამოიყენება ანტიბაქტერიულ, ტრიქომონაციდურ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (მეტრონიდაზოლისა და კო-ტრიმოქსაზოლის გარდა), აგრეთვე მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ვაგინალურ სპრინცირებას ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენებით, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატის ეფექტურობის შემცირება.
 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევებისას, პრეპარატ ბიოსელაკის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.
 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ბიოსელაკი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
 
გამოშვების ფორმა
10 ვაგინალური კაფსულა ფლაკონში.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2-80ჩ ტემპერატურაზე (მაცივარში).
250ჩ ტემპერატურამდე შენახვის პირობებში პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 4 კვირას.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 
მწარმოებელი
სავაჭრო ნიშნისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი არის კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი.(ROTAPHARM, Great Britain)
 
დამზადებულია: “ბიოტექნოლოგიის, შრატების და ვაქცინების ინსტიტუტი”-ს მიერ (იბსს ბიომედ ს.ა.); ალ. სოსნოვა, 8; 30-224 კრაკოვი, პოლონეთი.

“Institute of Biotechnology, Sera and Vaccines BIOMED S.A.”

(IBSS BIOMED S.A.), Al. Sosnowa 8, 30-224 Krakow, Poland)