იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
ცენტრალ-ბ

ცენტრალ-ბ

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

ცენტრალ-ბ
Central-B
         
 
საერთაშორისო არაატენტირებული დასახელება
არ არის
 
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: ცილინდრული ფორმის, მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, რომლებიც შეიცავს ყავისფერი ფხვნილს თეთრი ფერის ჩანართებით, თეთრი კორპუსით, მწვანე სახურავით.
 
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი  25 მგ
კუნელის ფოთლების და ყვავილების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი   25  მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი   100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი რბილი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი, ინდიგოტინი - FD&C.
 
პრეპარატის ათქ კოდი  N05CM
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალ-ბ _ სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი _ პასიფლორას, კუნელის ფოთლებისა და ყვავილების და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი.
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლისა და ნევრასთენიისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.
 
გამოყენების ჩვენებები
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ნერვული დაძაბულობა;
- გაღიზიანებადობა;
- შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
- ძილის დარღვევა, უძილობა.
 
დოზირება და გამოყენების წესი
ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.
 
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
 
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით ცენტრალ-ბ მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.
 
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა. 
 
გამოშვების ფორმა
ცენტრალ-ბ #15
მყარი ჟელატინის კაფსულები.
15 კაფსულა ბლისტერში. 
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
 
ცენტრალ-ბ #30
მყარი ჟელატინის კაფსულები.
15 კაფსულა ბლისტერში. 
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
 
ცენტრალ-ბ #45
მყარი ჟელატინის კაფსულები.
15 კაფსულა ბლისტერში. 
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი (“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).
 
დამზადებულია
“ადიფარმ ლტდ”-ს მიერ, 130 ბულვარი, სიმეონოვსკოე შოსე, 1700 სოფია, ბულგარეთი

(“ADIPHARM LTD”, 130 Simeonovsko shosse blvd., 1700 Sofia, Bulgaria).