იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
დარზოქსი

დარზოქსი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

დარზოქსი

DARZOX

სავაჭრო სახელწოდება
დარზოქსი, Darzox
 
საერთაშორისო არაპატენირებული სახელწოდება
ინდაპამიდი, Indapamide
 

წამლის ფორმა

პრო­ლონ­გი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ტაბ­ლე­ტები

აღ­წე­რილობა: მრგვა­ლი, ორი­ვე მხრი­დან ამოზ­ნე­ქი­ლი თეთ­რი ფე­რის ტაბ­ლე­ტები კომ­პაქ­ტუ­რი და ჰო­მო­გე­ნუ­რი სტრუქ­ტუ­რით, გამ­ყო­ფი  ნაჭდევით ერთ მხა­რეს.

 

შე­მად­გენ­ლო­ბა

პრო­ლონ­გი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ტაბ­ლე­ტი შე­ი­ცავს

აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა: ინ­და­პა­მი­დი 1,5 მგ.

დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ლაქ­ტო­ზას მო­ნო­ჰიდ­რა­ტი, პო­ვი­დონ K 30, ჰიპ­რო­მე­ლო­ზა, გლი­ცე­რო­ლის დი­ბე­გე­ნა­ტი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგ­ნი­უ­მის სტე­ა­რა­ტი.

 

პრეპარატის ათქ კოდი C03BA11

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიურეტიკები, არათიაზიდური დიურეტიკები.

სულფონამიდები.

 

ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი

ფარ­მა­კო­დი­ნა­მი­კა

დარ­ზოქ­სი - ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი, ვა­ზო­დი­ლა­ტაციური და დი­უ­რე­ზუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არა­თი­ა­ზი­დუ­რი სულ­ფო­ნა­მი­დე­ბის ჯგუ­ფი­დან. არ­ღვევს ნატ­რი­უ­მის იო­ნე­ბის რე­აბ­სორ­ბცი­ას თირ­კმ­ლის მილაკების კორ­ტი­კა­ლურ სეგ­მენ­ტში, რის გა­მოც იზ­რდე­ბა შარდთან ერ­თად ნატ­რი­უ­მი­სა და ქლო­რის იო­ნე­ბის გა­მო­ყო­ფა, რაც იწ­ვევს დი­უ­რე­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბას. პრე­პა­რა­ტი ნაკ­ლე­ბად ზრდის კა­ლი­უ­მი­სა და მაგ­ნი­უ­მის იო­ნე­ბის ექ­სკრე­ცი­ას. “ნე­ლი” კალ­ცი­უ­მის არ­ხე­ბის სე­ლექ­ცი­უ­რი ბლო­კი­რე­ბის უნა­რის გა­მო პრე­პა­რა­ტი ზრდის არ­ტე­რი­ე­ბის კედ­ლე­ბის ელას­ტი­უ­რო­ბა­სა და ამ­ცი­რებს სა­ერ­თო პე­რი­ფე­რი­ულ სის­ხლძარ­ღვო­ვან წი­ნა­აღმდეგო­ბას. ხელს უწ­ყობს მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის ჰი­პერ­ტრო­ფი­ის შემ­ცი­რე­ბას. არ ახდენს გავ­ლე­ნას სის­ხლის პლაზ­მა­ში ლი­პი­დე­ბის (ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბი, და­ბა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­ბი, მა­ღა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­ბი) შემ­ცვე­ლო­ბა­ზე, ნახ­შირ­წყლე­ბის ცვლა­ზე (მათ შო­რის შაქ­რიანი დი­ა­ბე­ტის შემ­თხვე­ვა­შიც). ამცი­რებს სის­ხლძარ­ღვის კედ­ლის მგძნო­ბე­ლო­ბას ნო­რად­რე­ნა­ლი­ნი­სა და ან­გი­ო­ტენ­ზინ-II-ის მი­მართ, ახ­დენს პროს­ტაგ­ლან­დინ E-2-ის სინ­თე­ზის სტი­მუ­ლი­რე­ბას, ამ­ცი­რებს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ჟან­გბა­დის რა­დი­კა­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ას. ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი ეფექ­ტი ვი­თარ­დე­ბა პირ­ვე­ლი კვი­რის ბო­ლოს და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ხდე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თჯე­რა­დი მი­ღე­ბის ფონ­ზე.

 

ფარმაკოკინეტიკა

პე­რო­რა­ლუ­რი მი­ღე­ბის შემ­დეგ სწრა­ფად და მთლი­ა­ნად იწო­ვე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან; ბი­ო­შეღწ­ევადო­ბა მა­ღა­ლია (93%). საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა შე­წო­ვის სიჩ­ქა­რეს რამ­დე­ნად­მე ანე­ლებს, მაგ­რამ აბ­სორ­ბი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს. ერ­თჯე­რა­დი მი­ღე­ბი­სას სის­ხლის პლაზ­მა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ში მი­იღ­წე­ვა. ხელ­მე­ო­რე მი­ღე­ბი­სას სის­ხლის პლაზ­მა­ში პრე­პა­რა­ტის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მერ­ყე­ო­ბა ორ დო­ზას შო­რის ინ­ტერ­ვა­ლში მცირ­დე­ბა. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია მი­იღ­წე­ვა 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბისას. ნა­ხე­ვარ­გა­მოყ­ოფის პე­რი­ო­დი 18 სა­ათს შე­ად­გენს, სის­ხლის პლაზ­მის ცი­ლებ­თან კავშირი – 79%. ხა­სი­ათ­დე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბის მა­ღა­ლი მო­ცუ­ლ­ო­ბით.

აღწევს ჰის­ტო­ჰე­მა­ტურ ბა­რი­ერებში (მათ შო­რის პლა­ცენ­ტა­რულ ბარიერში), აღ­წევს დედის რძე­ში. მე­ტა­ბო­ლი­ზდება ღვიძ­ლში. თირ­კმ­ლე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა 60-80 % მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბის სა­ხით (უც­ვლე­ლი სა­ხით გა­მო­ი­ყო­ფა და­ახ­ლო­ე­ბით 5%), ნაწ­ლა­ვე­ბით – 20%.

ავადმყოფებში თირ­კმლის უკ­მა­რისო­ბით ფარ­მა­კო­კი­ნე­ტი­კა არ იც­ვლე­ბა. არ კუმულიდრდება.

 
გამოყენების ჩვე­ნე­ბები

- არტერიული ჰიპერტენზია.

 

გა­მო­ყე­ნე­ბის წესი და დო­ზირება

დარზოქსი მი­ი­ღე­ბა შიგნით, უმეტესწილად – დი­ლით 1 ტაბ­ლე­ტი დღე­ში, გადაყლაპვით, დაღეჭვის გარეშე, წყლის მი­ყო­ლე­ბით.

პრე­პა­რა­ტის დო­ზის მო­მა­ტე­ბა ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­ულ ეფექტს არ აძ­ლი­ე­რებს, მაგ­რამ ზრდის დი­უ­რე­ზულ მოქ­მე­დე­ბას.

 

უკუჩ­ვე­ნე­ბები

- მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა პრე­პა­რა­ტი­სა და სხვა სულ­ფო­ნა­მი­დის წარ­­მო­ე­ბუ­ლე­ბის მი­მართ;

- თირ­კმლის მძიმე უკ­მა­რისო­ბა (ანუ­რი­ის სტა­დი­ა);

- ჰი­პო­კა­ლი­ე­მია;

- ღვიძ­ლის გამოხატული უკ­მა­რისო­ბა (მათ შო­რის ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ით);

- ლაქ­ტო­ზას აუ­ტან­ლო­ბა, გა­ლაქ­ტო­ზე­მია, გლუ­კო­ზის/გა­ლაქ­ტო­ზის შე­წო­ვის დარ­ღვე­ვის სინ­დრო­მი.

 

გვერდითი მოქმედება

საჭ­მლის მო­მნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: გუ­ლისრე­ვა, ანო­რექ­სია, პი­რის სიმ­შრა­ლე, გას­ტრალ­გია, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, ყაბ­ზო­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი; შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლისმიერი ენ­ცეფა­ლო­პა­თი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, იშ­ვი­ა­თად – პან­კრე­ა­ტი­ტი.

ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: თავ­ბრუ­ს­ხვევა, ას­თე­ნია, პა­რეს­თე­ზიები, თა­ვის ტკი­ვი­ლი.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: ორ­თოს­ტა­ტი­უ­რი ჰი­პო­ტენ­ზია, ცვლი­ლე­ბე­ბი ელექტროკარ­დი­ოგ­რა­მა­ზე (ჰი­პო­კა­ლი­ე­მია), არით­მია, გუ­ლის­ცე­მის აჩქარება.

ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი: გა­მო­ნა­ყა­რი, ჭინ­ჭრის ციება, ქა­ვი­ლი, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ვას­კუ­ლი­ტი.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი: ჰი­პე­რუ­რი­კე­მია, ჰი­პერ­გლი­კე­მია, ჰი­პოკა­ლი­ე­მია, ჰი­პოქლო­რე­მია, ჰი­პო­ნატ­რი­ე­მია, სის­ხლის პლაზ­მა­ში შარ­დო­ვა­ნას აზო­ტის მო­მა­ტე­ბა, ჰი­პერ­კრე­ა­ტი­ნი­ნე­მია, გლუ­კო­ზუ­რია.

სხვა: სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლურას მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: თრომ­ბო­ცი­ტო­პნია, ლე­ი­კო­პე­ნია, აგ­რა­ნუ­ლო­ცი­ტო­ზი, ძვლის ტვი­ნის აპ­ლა­ზია და ჰე­მო­ლი­ზუ­რი ანე­მია.

 

განსაკუთრებული მითითებები

პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის ფონ­ზე სა­ჭი­როა სის­ხლის პლაზ­მა­ში კა­ლი­უ­მის, ნატ­რი­უ­მის, მაგ­ნი­უ­მის იო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, პH-ის, გლუ­კო­ზის, შარ­დმჟა­ვა­სა და ნარ­ჩე­ნი აზო­ტის კონცენტრაციის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტრო­ლი.

განსაკუთრებით გულ­დას­მი­თი კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლის ცი­რო­ზის (გან­სა­კუთ­რე­ბით შეშუ­პე­ბი­სა და ას­ცი­ტის შემთხვევაში წარმოადგენს მე­ტა­ბო­ლუ­რი ალ­კა­ლო­ზის გან­ვი­თა­რე­ბისა და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გამოვლინებათა გაძლიერების რის­კს), გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის, გუ­ლის ქრონიკული უკ­მა­რისო­ბის დროს.

აგ­რეთ­ვე, მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯგუფს  გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მა­ზე გაზ­რდი­ლი Qთ-ინ­ტე­რვა­ლით (თან­და­ყო­ლი­ლი ან პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის ფონ­ზე განვითარებული).

სის­ხლში კა­ლი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია უნ­და გა­ნი­საზღვროს მკურ­ნა­ლო­ბის დაწ­ყე­ბამ­დე, შემ­დეგ კი არა­ერ­თხელ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში.

დარ­ზოქ­სის მი­ღე­ბის ფონ­ზე განვითარებული ჰი­პერ­კალ­ცე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს მანამდე გა­მო­უვ­ლე­ნელი ჰი­პერ­პა­რა­თი­რე­ო­ზის შე­დე­გი.

მნიშ­ვნე­ლო­ვანმა დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გამოიწვიოს თირ­კმ­ლის მწვავე უკ­მა­რისო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (გორგლოვანი ფილ­ტრა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა). ავადმყოფებში აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის და­ნა­კარ­გის კომ­პენ­სი­რე­ბა, თირ­კმე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ის კონ­ტრო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის და­საწ­ყის­ში.

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის დროს.

მკურ­ნალ­ო­ბის და­საწ­ყის­ში დი­უ­რე­ტი­კე­ბის მი­ღე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი წყლი­სა და ნატ­რი­უ­მის და­­კარ­გვის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი ჰი­პო­ვო­ლე­მია იწ­ვევს გორგლოვანი ფილ­ტრა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას. ამ გარ­და­მა­ვალ თირ­კმლის ფუნქციურ უკ­მა­რისო­ბას თან არ სდევს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი, თუ თირ­კმ­ლის ფუნ­ქცია ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს დაავადების გამოხატულება თირ­კმ­ლის უკ­მა­რისო­ბის შემთხვევაში.

დარ­ზოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა სპორ­ტსმე­ნებში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ის მი­ზე­ზი დო­პინგ-კონ­ტრო­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის აუცილებლობის შემ­თხვე­ვა­ში საჭიროა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ს ინფორმირება დარ­ზოქ­სით მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ხან­დაზ­მულ­ი ასაკის პაციენტებში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მომატებული მგრძნო­ბე­ლო­ბა დარ­ზოქ­სის მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დო­ზის პი­რო­ბებ­შიც კი.

ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვი­სას თი­ა­ზი­დურ­მა დი­უ­რე­ტი­კებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ღვიძ­ლისმიერი ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­უ­რე­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის დაუყოვნებლივ შეწ­ყვე­ტა.
 
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

დარ­ზოქ­სი არ იწ­ვევს ფსი­ქო­მო­ტო­რუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვას. მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დაქვეითების ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა გამოვლინდეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია (გან­სა­კუთ­რე­ბით თე­რა­პი­ის და­საწ­ყის­ში ან რამ­დე­ნი­მე ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი პრე­პა­რა­ტის თანადროული მიღებისას). ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის უნა­რი, რო­მე­ლიც ყუ­რად­ღე­ბის მა­ღალ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­სა და სის­წრა­ფეს მო­ით­ხოვს, შე­იძ­ლე­ბა დაქ­ვე­ით­დეს.

 

გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში

დარ­ზოქ­სის, რო­გორც შე­შუ­პე­ბი­სა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო დიურეზული სა­შუა­ლე­ბის და­ნიშ­ვნა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გამოიწვიოს პლა­ცენ­ტა­რუ­ლი იშე­მია ნა­ყო­ფის ჰი­პოტ­რო­ფი­ის განვითარების რის­კით.

დარ­ზოქ­სი გა­მო­ი­ყო­ფა დედის რძეს­თან ერ­თად, ამი­ტომ ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძუ­ძუთი კვე­ბა უნ­და შეწ­ყდეს.

 

გა­მო­ყე­ნე­ბა პე­დი­ატ­რი­ა­ში

იმის გა­მო, რომ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა კლი­­ნი­კუ­რად შეს­წავ­ლი­ლი არ არის, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა 18 წლამ­დე ასაკში.

 

სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სა­გუ­ლე გლი­კო­ზი­დე­ბს, საფაღარათო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბს ჰი­პე­რალ­დოს­ტე­რო­ნიზ­მის ფონ­ზე, აგ­რეთ­ვე ხან­დაზ­მულ ასაკ­ის პირებში სა­ჭი­როა კა­ლი­უ­მის იო­ნე­ბი­სა და კრე­ა­ტი­ნი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი კ­ონ­ტრო­ლი.

ლი­თი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბი: შესაძლებელია სის­ხლის პლაზ­მა­ში ლი­თი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ციის გაზრდა, რა­საც ახ­ლავს ჭარ­ბი დო­ზირებისთვის დამახასიათებელი ნიშ­ნე­ბის გამოვლენა (შარ­დთან ერ­თად ლი­თი­უ­მის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბის გა­მო). ამ კომ­ბი­ნა­ცი­ის და­ნიშ­ვნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში საჭი­როა სის­ხლის პლაზ­მა­ში ლი­თი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის კონ­ტრო­ლი.

პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ან­ტი­ა­რით­მი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ჯგუფს (ას­ტე­მი­ზო­ლი, ერით­რო­მი­ცი­ნი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სთ­ვის, პე­ნტა­მი­დი­ნი, სულ­ტოპ­რიდი, ტერ­ფე­ნა­დი­ნი, ვინ­კა­მი­ნი, გა­ლო­ფან­ტრინი, ბეპ­რი­დი­ნი), მათ შო­რის 1A და III კლა­სი­ს ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი (ქი­ნი­დი­ნი, ჰიდ­რო­ქი­ნი­დი­ნი, დი­ზო­პი­რა­მი­დი, ამი­ო­და­რო­ნი, ბრეტი­ლი­უ­მი, სო­ტა­ლო­ლი): იზ­რდე­ბა “პი­რუ­ე­ტის” ტი­პის გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის განვითარების რის­კი. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უწ­ყოს ჰი­პო­კა­ლი­ე­მი­ამ, ბრა­დი­კარ­დი­ამ ან გაზ­რდილ­მა Q-თ ინ­ტერ­ვალ­მა.

არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბისსა­წი­ნა­აღმ­დე­გო საშუალებები (სის­ტე­მუ­რი და­ნიშ­ვნი­სას), სა­ლი­ცი­ლა­ტე­ბის მა­ღა­ლი დო­ზა: შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს ინ­და­პა­მი­დის ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა. სით­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­კარ­გვი­სას შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს თირ­კმ­ლის მწვავე უკ­მა­რისო­ბა (გორგლოვანი ფილ­ტრა­ცი­ის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბის გა­მო). დარ­ზოქ­სით თე­რა­პი­ის ფონ­ზე არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბ­ისსა­წი­ნა­აღმ­დე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ვნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სას სა­ჭი­როა წყლის და­ნა­კარ­გის კომ­პენ­სი­რე­ბა და თირ­კმ­ლის ფუნ­ქცი­ის გუს­დას­მი­თი კონ­ტრო­ლი.

სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­კა­ლი­ე­მია (ამ­ფო­ტერ­ცი­ნი B (ინ­ტრა­ვე­ნურად), გლუ­კო- და მი­ნე­რალ­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი (სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას), ტე­ტრა­კო­ზაქ­ტი­დი, ნაწ­ლა­ვე­ბის პე­რის­ტალ­ტი­კის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი საფაღარათო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი): იზ­რდე­ბა ჰი­პო­კა­ლი­ე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი ადი­ტი­უ­რი ეფექ­ტის გა­მო (სა­ჭი­როა სის­ხლის პლაზ­მა­ში კა­ლი­უ­მის დო­ნის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა).

გლუ­კო­კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ტეტ­რა­კო­ზაქ­ტი­დი სის­ტე­მუ­რი გა­­მო­ყე­ნე­ბი­სთ­ვის: გლუ­კო­კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გავ­ლე­ნით აღი­ნიშ­ნე­ბა ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი ეფექ­ტის შემ­ცი­რე­ბა წყლი­სა და ნატ­რი­უ­მის იო­ნე­ბის შე­კა­ვე­ბის გამო.

ფუტკა­რას პრე­პა­რა­ტე­ბი: შე­საძ­ლოა სა­გუ­ლე გლი­კო­ზი­დე­ბის ტოქ­სი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ჰი­პო­კა­ლი­ე­მი­ის შე­დე­გად (სა­ჭი­როა სის­ხლის პლაზ­მა­ში კა­ლი­უ­მის დო­ნი­სა და ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი).

ბაკ­ლო­ფე­ნი: აღი­ნიშ­ნე­ბა ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი ეფექ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა (აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის და­ნა­კარ­გის კომ­პენ­სი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის და­საწ­ყის­ში თირ­კმ­ლის ფუნ­ქცი­ის გუს­დას­მი­თი კონ­ტრო­ლი).

კა­ლი­უმ­დამ­ზო­გა­ვი დი­უ­რე­ტი­კე­ბი (ამი­ლო­რი­დი, სპი­რო­ნო­ლაქ­ტო­ნი, ტრი­ამ­ტე­რე­ნი): ჰი­პო­კა­ლი­ე­მი­ის ან ჰი­პო­კალ­ც­ე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­რიც­ხუ­ლი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით შაქ­რიანი დი­ა­ბე­ტი­სა და თირ­კმლის უკ­მა­რისო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლის პლაზ­მა­ში კა­ლი­უ­მის დო­ნის, ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ თე­რა­პი­ის კო­რექ­ცია.

ან­გი­ო­ტენ­ზი­ნ-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტის ინჰი­ბი­ტო­რე­ბი: ან­გი­ო­ტენ­ზი­ნ-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბის მი­ღე­ბის ფონ­ზე ჰი­პო­ნატ­რი­ე­მია ზრდის უე­ცა­რი არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პო­ტენ­ზი­ი­სა და/ან თირ­კმ­ლის მწვავე უკ­მა­რისო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, გან­სა­კუთ­რე­ბით შაქ­რანი დი­ა­ბე­ტი­სა და თირ­კმლის უკ­მა­რისო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (გან­სა­კუთ­რებით თირ­კმლის არ­ტე­რი­ის სტე­ნო­ზის დროს). ესენ­ცი­უ­რი არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ი­სა და დი­უ­რე­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის გა­მო სის­ხლის პლაზ­მა­ში ნატ­რი­უ­მის იო­ნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე ავად­მყოფ­მა ან­გი­ო­ტენ­ზი­ნ-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის დაწ­ყე­ბამ­დე 3 დღით ად­რე უნ­და შეწ­ყვი­ტოს დი­უ­რე­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა; შემ­დგომ­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ შე­იძ­ლე­ბა დი­უ­რე­ტი­კე­ბის ისევ და­ნიშ­ვნა.

მეტ­ფორ­მი­ნი: შე­საძ­ლე­ბე­ლია რძ­ემჟა­ვუ­რი აცი­დო­ზის განვითარება, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხში­რად აღინიშნება დი­უ­რე­ტი­კე­ბის (უმე­ტეს­წი­ლად – “მარ­ყუ­ჟზე მოქმედი”) მოქმედებით განპირობებული თირ­კმლის ფუნქციური უკ­მა­რისო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შედეგად. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის მეტ­ფორ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუ კრე­ა­ტი­ნი­ნის დო­ნე ქალ­ებში 15 მგ/ლ-ზე (135 მკმოლ/ლ), ხო­ლო მა­მა­კაც­ებში 12 მგ/ლ-ზე (110 მკმოლ/ლ) მე­ტია.

იო­დის შემ­ცვე­ლი რენ­ტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი: ინ­დაპა­მი­დის დი­უ­რე­ზუ­ლი ეფექ­ტი ზრდის თირ­კმლის უკ­მა­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ეს რის­კი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდია მა­ღა­ლი დო­ზით იო­დის შემ­ცვე­ლი რენ­ტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. იო­დის შემ­ცვე­ლი რენ­ტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე სა­ჭი­როა სით­ხის და­ნა­კარ­გის აღ­დგე­ნა.

ტრი­ციკ­ლუ­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, ან­ტიფსი­ქო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: აღი­ნიშ­ნე­ბა ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ორ­თოს­ტა­ტი­კუ­რი ჰი­პო­ტენ­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის მო­მა­ტე­ბა (ადი­ტი­უ­რი ეფექ­ტი).

კალ­ცი­უ­მის მა­რი­ლე­ბი: შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ჰი­პერ­კალ­ც­ე­მია შარ­დთან ერ­თად კალ­ცი­უ­მის იო­ნე­ბის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბის გა­მო.

ციკ­ლოს­პო­რი­ნი: შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს კრე­ა­ტი­ნი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა სის­ხლის პლაზ­მა­ში, რა­საც ად­გი­ლი აქვს წყლი­სა და ნატ­რი­უ­მის იო­ნე­ბის ნორ­მა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი.

ეს­ტრო­გე­ნე­ბი: ორ­გა­ნიზ­მში სით­ხის შე­კა­ვე­ბის ხარ­ჯზე ერ­თდრო­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას პრე­პა­რა­ტის ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­სუს­ტდეს.

 
ჭარბი დოზა

დარ­ზოქ­სის ძა­ლი­ან მა­ღალ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­საც (40 მგ-მდე, ანუ 27-ჯერ მე­ტი თე­რა­პი­უ­ლი დო­ზა­ზე) კი ტოქ­სი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა არა აქვს.

სიმ­პტო­მე­ბი: წყალ-ელექ­ტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა (ჰი­პო­ნატ­რი­ე­მია, ჰი­პო­კა­ლი­ე­მია), გუ­ლის რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლი  დაქვეითება, კრუნ­ჩხვა, თავ­ბრუ­სხვევა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის დაბინდვა, პო­ლი­უ­რია ან ოლი­გუ­რია, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა ანუ­რია  (ჰი­პო­ვო­ლე­მი­ის გა­მო).

მკურ­ნა­ლო­ბა: კუ­ჭის ამო­რეც­ხვა და/ან აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის და­ნიშ­ვნა წყალ-ელექ­ტრო­ლი­ტუ­რი წო­ნას­წო­რო­ბის შემ­დგო­მი აღ­დგე­ნით, სიმ­პტო­მუ­რი თე­რა­პია.
 
გამოშვების ფორმა

პროლონგირებული მოქმედების 10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება ბავშვე­ბი­სათვის მიუწ­ვ­დო­მელ ადგილას, არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

 

ვარგი­სიანო­ბის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია

“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი.

(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).
დამზადებულია
კ.ო. “მაგისტრა კ&კ ს.რ.ლ.”-ის მიერ, აურელ ვლაიკუს ბულვარი #82ა, კონსტანცა, რუმინეთი.

S.C. “MAGISTRA C&C S.R.L.”, 82A Aurel Vlaicu Blvd., Constanta, Romania.

 

.