იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
რიპრონატი საინექციო ხსნარი

რიპრონატი საინექციო ხსნარი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

რიპრონატი
RIPRONAT
 
პრეპარატის სავაჭრო დასახელება
რიპრონატი, Ripronat
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მელდონიუმი, Meldonium
 
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
 
შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი  C01EB
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. მეტაბოლური საშუალება.
ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები.
ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
მელდონიუმი - γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგი, კარნიტინის წინამორბედი. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, რომელიც ხასიათდება ვაზოდილატაციური თვისებებით. მწვავე იშემის დროს მიოკარდიუმის დაზიანებისას პრეპარატის გამოყენება ანელებს ნეკროზული ზონის წარმქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს იშემირებულ უბანში სისხლის გადანაწილებას. გულის უკმარისობის დროს რიპრონატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს.
მომატებული დავირთვის პირობებში პრეპარატი აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის, აღმოფხვრის უჯრედებში ცვლის ტოქსიური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისგან. გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს გაუძლოს დატვისთვას და სწრაფად არიდგინოს ენერგეტიკული რეზერვი. რიპრონატს გააჩნია მატონიზირებელი მოქმედება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
რიპრონატი აუმჯობესებს სისხლის რეგიონულ მიმოქცევას თვალის ფსკერის ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიისას.
ფარმაკოკინეტიკა
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მისი შეყვანისთანავე მიიღწევა.  ორგანიზმში მეტაბოლიზმს განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფიან თირკმლებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-6 საათს შეადგენს.
 
გამოყენების ჩვენებები
- გულის იშემიური დაავადებების კომპლექსური თერაპია (სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
- ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის  სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა;
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
- აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
 
დოზირება და გამოყენების წესი
ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის.
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია რიპრონატის დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს რიპრონატი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება 0,5-1 გ დღეში ინტრავენურად, მთლიანი დოზის ერთდროული მიღებით ან მისი გაყოფით 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 0,5 გ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ხდება გადასვლა პერორალურ ფორმაზე. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება წამლის პერორალურ ფორმას. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
ბადურას სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და დისტროფიული დაავადებების დროს _ პარაბულბალურად რიპრონატის ხსნარის 0,5 მლ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვისას მათ შორის სპორტსმენებში ინიშნება ინტრავენურად 0,5 გ დღეში. მკურნალობის კურსი 10-14 დღე. აუცილებლობისას თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება 0,5 გ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.
 
უკუჩვენებები
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
 
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.
ცნს-ს მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, გაწითლება, გამონაყარი, შეშუპება.
 
განსაკუთრებული მითითებები
მწვავე კორონარული სინდრომის დროს რიპრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს.
პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
 
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რიპრონატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
Kკომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება. კერძოდ, აგზნება, არტერიული წნევის შემცირება.
მკურნალობა: სიმპტომური.
 
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 5 მლ უფერო შუშის ამპულებში.
5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმ ილაჩლარი ლიმიტედ შირკეტი” თურქეთი
(“ROTAPHAR ILACLARI LIMITED SIRKETI”, TURKEY).
 
დამზადებულია
“მეფარ ილაჩ სანაი ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(რამაზანოლუ მახ. ენსარ ჯად. №: 20, 34906 კურტკეი-პენდიკ/სტამბოლი)A

“Mefar İlaç Sanayii A.Ş.”, Turkey

(Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No: 20, 34906 Kurtköy-Pendik/İstanbul).