იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
როტაბიოტიკი

როტაბიოტიკი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

როტაბიოტიკი
ROTABIOTIC
 
სავაჭრო დასახელება
როტაბიოტიკი, Rotabiotic
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
-
 
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი, ღია ყავისფერი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, ღია ყვითელი-ყავისფერი ფხვნილის შემცველობით.
 
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზებული ბაქტერიები          2.5 × 109 კწე:
- Lაცტობაცილლუს ბულგარიცუს        0.5 × 109 კწე:
- შტრეპტოცოცცუს ტჰერმოპჰილუს     0.8 × 109 კწე:
- Lაცტობაცილლუს აციდოპჰილუს      0.8 × 109 კწე:
- Bიფიდობაცტერიუმ სსპ. (Bიფიდობაცტერიუმ ბიფიდუმ,
Bიფიდობაცტერიუმ ლონგუმ, Bიფიდობაცტერიუმ ინფანტის)   0.4 × 109 კწე:
 
ინულინი         150.0მგ
 
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემცველობა: რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
 
პრეპარატის ათქ კოდი

A07FA01

 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბიოლოგიური წარმოშობის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას. მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატები, რომლებიც აპროდუცირებენ რძემჟავას.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
როტაბიოტიკი – კომბინირებული პრობიოტიკი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შტამები: Lაცტობაცილლუს ბულგარიცუს, Lაცტობაცილლუს აციდოპჰილუს, Bიფიდობაცტერიუმ სსპ., აგრეთვე შტრეპტოცოცცუს ტჰერმოპჰილუს. როტაბიოტიკი ახდენს ორგანიზმის ფუნქციის ოპტიმიზაციას, არეგულირებს წონასწორობას და ანორმალიზებს ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობას.
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ წარმოქმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენენ ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის 85-95%-ს. Lაცტობაცილლუს ბულგარიცუს და შტრეპტოცოცუს ტჰერმოპჰილუს-ის კულტურები ავლენენ სიმბიოზს, აკომპენსირებენ რა ერთმანეთის მეტაბოლიზმს და ასტიმულირებენ ურთიერთზრდას.
 
ინულინი – მცენარეული პოლისაქარიდი, D-ფრუქტოზას პოლიმერი, ზრდის კალციუმისა და მაგნიუმის შეწოვას, ხელს უწყობს ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის კონცენტრაციას. ინულინი დადებით გავლენას ახდენს ნაწლავურ ფლორაზე და ასტიმულირებს ბიფიდობაქტერიების ზრდას.
 
ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაქტერიებს გააჩნიათ Mმაღალი ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელების, როტავირუსების, პროტეების, ენტეროპათოგენური ნაწლავური ჩხირების, ზოგიერთი საფუარის მაგვარი სოკოების სიცოცხლისუნარიანობას, აფერხებენ მათ ადჰეზიას ნაწლავების ლორწოვან გარსთან. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისათვის, არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციას. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ამაღლებენ ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას, გააჩნიათ იმუნომამოდულირებელი მოქმედება.
 
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში, ნაღველის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესებში (ავლენენ ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას). ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანთოტენის მჟავას, K ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზირებას, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას.
 
გამოყენების ჩვენებები
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია;
- ბავშვებსა და მოზრდილებში ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი;
- გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები (მწვავე და ქრონიკული);
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება.
 
გამოყენების წესი და დოზები
როტაბიოტიკი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
 

უკუჩვენებები
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).
 
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტთა შემდეგი ჯგუფებისათვის პრობიოტიკური თერაპია ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით:
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის დარღვევა ან დათრგუნვა, განსაკუთრებით პაციენტები, შიდსის გვიან სტადიაზე ან ალოტრანსპლანტანტების მქონე პაციენტები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები;
- პაციენტები, ენდო- ან მიოკარდიტით, გადატანილი ოპერაციით მსხვილი ნაწლავზე, პირის ღრუში ან კბილებზე;
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, მათ შორის ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკები. პრობიოტიკებს შესწევთ უნარი გააუმჯობესონ შაქრის შეთვისება და ამასთან გამოიწვიონ ინსულინური შოკი. პრობიოტიკების მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივად გაზომვა და ინსულინის დოზის შესაბამისად შემცირება;
- მოკლე ნაწლავების სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ D-ლაქტური აციდოზი. აუცილებელია შტამებით D-ლაქტატის პროდუცირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;
- სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პრობიოტიკების სასარგებლო მოქმედება აღემატება შესაძლო რისკს.
 
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
როტაბიოტიკი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
 
გამოყენება პედიატრიაში
ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში საკუთარი ნაწლავური მიკროფლორის განვითარების მიზნით, პრობიოტიკური პრეპარატების გამოყენება ამ ასაკობრივი კატეგორიის ავადმყოფებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტების ან არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
ჰიპერდოზირება
ამჟამად ცნობილი არ არის როტაბიოტიკით ჰიპერდოზირების შემთხვევების შესახებ.
 
გამოშვების ფორმა
25 კაფსულა ფლაკონში.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 180ჩ-ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში და გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 
მწარმოებელი
სავაჭრო ნიშნისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი

(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).

 
დამზადებულია “კენდი ფარმა”-ს მიერ, სოფიას ქ. 101, 1320 ბანკია, ბულგარეთი

(“Kendy Pharma”, 101 Sofia Street, 1320 Bankya, Bulgaria).