იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
როტაკინაზა

როტაკინაზა

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

როტაკინაზა

ROTAKINASE

 

სავაჭრო სახელწოდება

როტაკინაზა, Rotakinase

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

სტრეპტოკინაზა, Streptokinase



 

წამლის ფორმა

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

აღწერილობა: წყალში ადვილად ხსნადი, ლიოფილიზირებული, ჰიგროსკოპული მშრალი ფხვნილი თეთრი ან თითქმის თეთ­რი ფერისა.
 
შე­მად­გენ­ლო­ბა
პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: სტრეპტოკინაზა 1 500 000 სე.
დამ­ხმა­რე ნივ­თი­­რე­ბე­ბი: პოლიგელინი, ადამიანის შრატის ალბუმინი.

 

პრეპარატის ათქ კოდი  B01AD

 

ფარ­მა­კო­თე­რა­პი­­ლი ჯგუ­ფი

ფერმენტული პრეპარატები. ფიბრინოლიზურები.

ფარ­მა­კო­ლოგიური თვისებები

რო­ტა­კი­ნა­ზა - ფიბრი­ნო­ლი­ზური სა­შუ­­ლე­ბა, შე­­ცავს სტრეპ­ტო­კი­ნა­ზას, ფერ­მენ­ტულ ცი­ლას, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია 50 000 დალ­ტო­ნის მო­ლე­კუ­ლუ­რი მა­სის მქო­ნე С ჯგუფის β-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კის კულ­ტუ­რი­დან. პლაზ­მი­ნო­გენ­თან (პრო­ფიბ­რი­ნო­ლი­ზინ­თან) ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბი­სას ქმნის კომ­პლექსს, რო­მე­ლიც ააქ­ტი­­რებს სის­ხლის ან სის­ხლის კოლტის პლაზმინოგენის გარდაქმნას პლაზ­მი­ნად (ფიბ­რი­ნო­ლი­ზად). ეს უკა­ნას­კნე­ლი არის პრო­ტე­­ლი­ზური ფერ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხსნის ფიბ­რი­ნის ბოჭ­კო­ებს სის­ხლის კოლტსა და თრომ­ბში, იწ­ვევს  ფიბ­რი­ნო­გე­ნი­სა და პლაზ­მუ­რი პრო­ტე­­ნე­ბი­ დეგრა­და­ცი­ას, მათ შო­რის შე­დე­დე­ბის V (აქ­ცე­ლი­რი­ნი) და VII (კონ­ვერ­ტი­ნი) ფაქ­ტო­რე­ბი­სა. ხსნის თრომბს, რო­გორც ზე­და­პირ­ზე, ისე შიგ­ნი­დან მოქ­მე­დებით.

 

გამოყენების ­ვე­ნე­ბები

–       მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველი 12 საათის განმავლობაში);

–       ფილტვის არტერიისა და მისი ტოტების თრომბოემბოლია;

–       არ­ტე­რი­­ბის თრომ­ბო­ზი და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია (პე­რი­ფე­რი­­ლი არ­ტე­რი­­ბის მწვა­ვე, ქვემ­წვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი თრომ­ბო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ენ­დარ­ტე­რი­იტი, არ­ტე­რი­­ვე­ნო­ზუ­რი შუნ­ტის ობ­ლი­ტე­რა­ცია);

–       ბა­დუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის ოკ­ლუ­ზია – 6-8 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ (არ­ტე­რი­­ბი); 10 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ (ვე­ნე­ბი);

–       დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ან თე­რა­პი­­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­დე­გად განვითარებული არ­ტე­რი­­ბის თრომ­ბო­ზი ბავ­შვებში, ახალ­შო­ბი­ლებ­ში სის­ხლძარ­ღვე­ბის თრომ­ბო­ზი კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის დროს;

–       შინაგანი ორგანოების ვენების თრომბოზი, კი­დუ­რე­ბი­ ღრმა ვე­ნე­ბის (14 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­) და მენჯის ვენების თრომბოზი;

–       რეთ­რომ­ბო­ზი სის­ხლძარ­ღვებ­ზე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ;

–       ჰე­მო­დი­­ლი­ზუ­რი შუნ­ტის თრომ­ბო­ზი;

–       თრომ­ბო­ზი გუ­ლის სარ­ქვე­ლე­ბის პრო­თე­ზი­რე­ბი­სას;

–       / კა­თე­ტე­რის გა­მო­რეც­ხვა (მათ შო­რის ჰე­მო­დი­­ლი­ზი­სთ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი­);

–       მი­­კარ­დი­­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის დროს მოს­ვე­ნე­ბის სტე­ნო­კარ­დი­ის მო­ნო- ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია.

 

უკუჩ­ვე­ნე­ბა

–       წი­ნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცია, ტრავ­მა, ბი­ოფ­სია, (ლა­ვი­წქვე­და ან სა­უღ­ლე ვე­ნის) პუნ­ქცია, გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, ენ­დოტ­რა­ქე­ული ინ­ტუ­ბა­ცია;

–       თავის ტვი­ნის არ­ტე­რი­­ბის და­ზი­­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მძი­მე არ­ტე­რი­­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ჰიპერტონიის ან დი­­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­ის, ახ­ლო წარ­სულ­ში (2 თვემ­დე) გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტის ან სხვა ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის, ანევ­რიზ­მის დროს;

–       სის­ხლდე­ნა ან სის­ხლდე­ნის განვითარების მა­ღა­ლი რის­კი (ჰე­მო­რა­გი­­ლი დია­თე­ზი, თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, თირ­კმე­ლე­ბის  და/ან ღვიძ­ლის მძი­მე უკ­მა­რისო­ბა, წი­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მლის მო­­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ერო­ზი­ულ-წყლუ­ლო­ვა­ნი და­ზი­­ნე­ბაპეპ­ტი­­რი წყლუ­ლი, არას­პე­ცი­ფი­­რი წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი, მენ­სტრუ­­ლუ­რი სის­ხლდე­ნა, ორ­სუ­ლო­ბის პერიოდიგან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბი­­რო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­­რი ფორ­მა, სიმ­სივ­ნეები, მწვა­ვე პან­კრე­­ტი­ტი);

–       კარდიალური ემბოლიის რისკი, მაგალითად, წინაგულების ციმციმის დროს მიტ­რალური სარქვლის დაზიანებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტის ფონზე;

–       ახლო წარსულში (მანეიტრალიზებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრის განსაზღვრამდე 5 დღიდან 6 თვემდე) სტრეპტოკინაზით მკურ­ნალობა;

–       გულის მიტრალური მანკი წინაგულების ციმციმით, სეფსისური ენდო­კარდიტი;

–       თავის ტვინის სიმსივნე ან მეტასტაზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

 

გვერ­დი­თი მოქმედება

რო­ტა­კი­ნა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს არას­პე­ცი­ფი­­რი რე­აქ­ცია ცი­ლაზე: თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, შე­ცი­­ბა, ალერ­გი­­ლი რე­აქ­ციები (გა­მო­ხა­ტუ­ლი ალერ­გი­­ლი რე­აქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კორ­ტი­კოს­ტე­რო­­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), სის­ხლდე­ნა შეყ­ვა­ნის ად­გი­ლიდან, აგ­რეთ­ვე ღრძი­ლე­ბი­დან.

სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, გულის რით­მის დარღვევა. გასათვალისწინებელია ემბოლიის განვითარების შესაძ­ლებ­ლო­ბა (თრომბის ელემენტების მობილიზაციის გამო).

 

გამოყენების წესი და დო­ზა

როტაკინაზა ვენაში შეყავთ წვეთოვნად, ხოლო აუცილებლობისასინტრა­არტერიულად ან ინტრაკორონარულად. სტრეპ