იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
სემილაქტი

სემილაქტი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/


სემილაქტი
SEMILCAT
 
სავაჭრო დასახელება
სემილაქტი, Semilcat
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სპირონოლაქტონი + ფუროსემიდი

Spironolactone + Furosemide

 
სამკურნალო ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან მოთეთრო ფერის.
 
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: სპირონოლაქტონი  50 მგ ან 100 მგ,
                                                ფუროსემიდი     20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E6, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
 
პრეპარატის ათქ კოდი C03E
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული დიურეზული საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
სემილაქტი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით.
სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებას, ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიური ანტაგონისტს პროლონგირებული მოქმედებით. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმის იონების და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.
ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ “მარყუჟოვან” შარდმდენ საშუალებებს, აბლოკირებს ნატრიუმისა და კალიუმის იონების, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ მუხლში, ასევე თირკმლების პროქსიმალურ და დისტალურ ხვეულ მილაკებში; ზრდის წყლის ექსკრეციას.
 
ჩვენებები
- შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ან აღინიშნება დიურეზული საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალემია);
- შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევის დროს ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად;
- ასციტი ღვიძლის ციროზის დროს;
- არტერიული ჰიპერტენზია.
 
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა);
- ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო- ან ჰიპერკალემია, ჰიპერკალცემია, ჰიპონატრემია.
 
გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრემია, ჰიპო- ან ჰიპერკალემია; იშვიათად – ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, სმენის დაქვეითება, არამკვეთრი მხედველობა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ერექციის დარღვევა, გინეკომასტია (მამაკაცებში); ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დისმენორეა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, ხმის გაუხეშება (ქალებში).
ალერგიული რეაქციები: სისტემური ვასკულიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მანეკროზებელი ანგიიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად – აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
 
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი სემილაქტი მიიღება შიგნით მთლიანად, დაუღეჭავად, ჭამის დროს, საკმარისი ოდენობით სითხესთან ერთად.
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების ნოზოლოგიური ფორმის და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამოხატულობის მიხედვით. მკურნალობის პირველი 3-6 დღის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად 4 ტაბლეტამდე საშუალო დღიური დოზით. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს სამჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის გამოხატულების მიხედვით ეს დოზა ინიშნება ყოველდღიურად, ან დღეგამოშვებით, ან ორ დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია; ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალემია; ჰიპოქლორემიული ალკალოზი.
მკურნალობა: სიმპტომური – სითხის სიხლძარღვშიდა მოცულობისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენა. ჰემოდიალიზი არ აჩქარებს ფუროსემიდის გამოყოფას.
 
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
- კალიუმის ან კალიუმდამზოგველ შარდმდენ პრეპარატებთან (ტრიამტერენი, ამილორიდი), ასევე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალემიის განვითარება;
- გლუკოკორტიკოიდებთან, ასევე საფაღარათო საშუალებებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას, შესაძლებელია ჰიპოკალემიის განვითარება;
- სპირონოლაქტონმა შეიძლება შეასუსტოს წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატის კარბენოქსოლონის ეფექტი, აქვეითებს ნორადრენალინის ვაზოპრესულ ეფექტს, ზრდის დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდს;
- სალიცილატებმა შეიძლება დააქვეითოს სპირონოლაქტონის მოქმედება;
- ფუროსემიდმა შეიძლება შეასუსტოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების და პრესორული ამინების მოქმედება და გააძლიეროს სალიცილატების, თეოფილინის, ლითიუმის პრეპარატებისა და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედება;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგალითად ინდომეტაცინი) შეიძლება შეასუსტოს ფუროსემიდის მოქმედება;
- ფუროსემიდისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ნეფრო- და ოტოტოქსიური გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
 
განსაკუთრებული მითითებები
სემილაქტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მომატებულის რისკით.
ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია შრატში ელექტროლიტების, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზისა და შარდმჟავას კონტროლი.
სემილაქტის გამოყენების დროს ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
სემილაქტის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
 
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატის მიღების დროს, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს სწრაფ ფიზიკურ და ფსიქიკურ რეაქციებს. მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
 
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი არის კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი.

(“ROTAPHARM”, Great Britain).

წარმოებულია: “სედიკო ფარმასიუტიკალს კო.”-ს მიერ, ეგვიპტე
(პირველი საწარმოო ზონა, სიქს ოვ ოქტობერ სითი).

SEDICO Pharmaceutical Co.”, Egypt

(First Industrial Zone, 6th of October City).