იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD MEDICINE
ართროკოლი ამპულა

ართროკოლი ამპულა

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

ართროკოლი
ARTROCOL
 
სავაჭრო დასახელება
ართროკოლი, ARTROCOL
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
კეტოპროფენი, Ketoprofen
 
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
 
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი     M01AE03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ართროკოლი  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, და ცენტრალურით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ასევე მოქმედებით სხვა ნეიროტროპული სუბსტანციების ბიოლოგიურ აქტივობაზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ზურგის ტვინში ტკივილის მედიატორების გამოთავისუფლებაში. ამის გარდა, კეტოპროფენს გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შენელებას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
      ბიოშეღწევადობა 90%-ს შეადგენს. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთში. ცილებთან, ძირითადად ალბუმინებთან, შეკავშირების ხარისხი _ 99%. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 0,1-0,2 ლ/კგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი _ დაახლოებით 2 საათი.
      კეტოპროფენი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, აღწევს სინოვიალურ სითხეში. კეტოპროფენის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში სისხლთან შედარებით დაბალია, მაგრამ უფრო დიდხანს ნარჩუნდება, რაც პრეპარატის ხანგრძლივ მოქმედებას განაპირობებს.
ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (50%-ზე მეტი მეტაბოლიტების სახით), 1% გამოიყოფა განავალთან ერთად.
 
გამოყენების ჩვენებები
ტკივილის თანხლებით მიმდინარე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია:
 რევმატოიდური ართრიტი;
 მაანკილოზებელი სპონდილიტი;
 ფსორიაზული ართრიტი;
 რეაქტიული ართრიტი;
 პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
 რევმატიზმი სახსრის დაზიანების გარეშე (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის კაფსულიტი).
ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმატული ტკივილები, ალგოდისმენორეა, ტკივილები სიმსივნური მეტასტაზების დროს).
 
მიღების წესი და დოზირება
ართროკოლი გამოიყენება კუნთებში შესაყვანად. შეყავთ პრეპარატის 2 მლ (100 მგ) 1-2 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს. გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე დღეს.
 
უკუჩვენებები
 მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
 ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
 მიდრეკილება სისხლდენისადმი;
 არაკომპენსირებული გულის უკმარისობა;
 ოპერაციისშემდგომი პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ;
 ანამნეზში მითითება ბრონქულ ასთმაზე, ჭინჭრის ციებასა და რინიტზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილცალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
 ორსულობის III ტრიმესტრი;
 ლაქტაცია;
 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
სხვა: იშვიათად – ტრანზიტორული დიზურია, გამონაყარი კანზე.
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
ართროკოლი სიფრთხილით გამოიყენება ერთდოულად აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, დიურეტიკებთან, მეტოტრექსატთან და ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
სიფრთხილით ენიშნებათ პრეპარატი პაციენტებს ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის
დარღვევით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, ბრონქული ასთმის,
რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
დროს, ხანდაზმულ ადამიანებს. ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნისას
იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატ ართროკოლის გამოყენების ფონზე საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.  
 
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე 
ართროკოლის გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. 
 
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ართროკოლის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვინაიდან კეტოპროფენი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ართროკოლთან ერთდროულად გამოყენებადი ანტიკოაგულანტების, დიფენილჰიდანტოინის ან გოგირდის შემცველი პრეპარატების დოზები უნდა იქნას შემცირებული.
აძლიერებს ჰეპარინის, ტიკლოპიდინის, კორტიკოსტეროიდების, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების და ალკოჰოლის ეფექტს, ასუსტებს სპირონოლაქტონის, პერიფერიული ვაზოდილატატორების ეფექტს.
კეტოპროფენი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.
კეტოპროფენის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება პრობენეციდის (თრგუნავს თირკმლის ექსკრეციას) ფონზე.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვლემა, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს; აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ თერაპიას.
 
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი.
ყვითელი ფერის 5 მინის 2 მლ-იანი ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ არა უმეტეს  25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.