იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD MEDICINE
ესლოტინი სიროფი

ესლოტინი სიროფი

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

ესლოტინი
ESLOTIN
 
სავაჭრო დასახელება
ესლოტინი, ESLOTIN
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დეზლორატადინი, , Desloratadine
 

წამლის ფორმა 
სიროფი.
აღწერილობა: ნარინჯისფერი სიროფი ტკბილი გემოთი.

შემადგენლობა
სიროფის 5 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, საქაროზა, არომატიზატორი ,,ფორთოხალი~, ყვითელი სანსეტი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის კოდი ათქ ღ06AX27

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ესლოტინი ავლენს ანტიჰისტამინურ, ანტიალერგიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატიკური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ღANთEშ ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, ჰისტამინის, D2 პროსტაგლანდინის და ჩ4 ლეიკოტრიენის IგE-ით განპირობებულ გამოყოფას. 
ფარმაკოკინეტიკა
დეზლორატადინის სიროფის სახით მიღება იგივე რაოდენობით მოქმედი ნივთიერების შემცველი ტაბლეტირებული ფორმის მიღების ანალოგიურია.
შეწოვა
მოზრდილებსა და მოზარდებში დეზლორატადინის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში შესაძლებელია პრეპარატის შიგნით მიღებიდან 30 წუთში. დეზლორატადინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს.
განაწილება
დეზლორატადინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 83-87%-ით. მოზრდილებში და მოზარდებში პრეპარატის 14 დღის განმავლობაში 5 მგ-დან 20 მგ-მდე დოზით დღეში ერთჯერადი დანიშვნისას, აქტიური ნივთიერების კლინიკურად მნიშვნელოვანი კუმულაცია არ აღინიშნება. საკვების ან გრეიფრუტის წვენის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს დეზლორატადინის განაწილებაზე 7,5 მგ დოზით დღე-ღამეში 1-ჯერ მიღებისას. არ გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
დეზლორატადინი არ წარმოადგენს ჩYP3A4 და СYP2D6-ის ინჰიბიტორს და არ არის P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი ან სუბსტრატი. ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით 3-ჰიდროქსიდეზლორატადინის წარმოქმნით, რომელიც შემდეგ გლუკურონიზდება.
გამოყოფა
შეუცვლელი პრეპარატის მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.

გამოყენების ჩვენებები
_ ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის, სასის ქავილის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
_ ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის ან გამონაყარის შემცირება და მოხსნა).

გამოყენების წესი და დოზირება
ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში _ 5 მგ (სიროფის 10 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში.
სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში.
მკურნალობის კურსი და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ სიმპტომების გაქრობის შემდგომ. სრულწლიანი ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება უწყვეტად, ალერგენთან პაციენტის კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა ლორატადინის, დეზლორატადინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
_ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზის უკმარისობა;
_ 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედებები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო დიარეა, ცხელება, უძილობა.
მოზრდილებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო დაღლა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ფსიქიკის დარღვევები: ძალიან იშვიათად – ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება; სიხშირე უცნობია – Qთ ინტერვალის გახანგრძლივება. ბავშვებში უცნობი სიხშირით ვლინდება Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია, ბრადიკარდია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი; სიხშირე უცნობია – სიყვითლე.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია – ფოტომგრძნობელობა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად – მიალგია.
ზოგადი დარღვევები და ცვლილებები შეყვანის ადგილას: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება); სიხშირე უცნობია – ასთენია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
ესლოტინი სიროფის სახით სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობა, რომელმაც შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
დეზლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა
სიროფი 60 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი სისტემით. 
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.