იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD MEDICINE
ჰელმადოლი

ჰელმადოლი

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

ჰელმადოლი
HELMADOL
 

სავაჭრო დასახელება
ჰელმადოლი, HELMADOL
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ალბენდაზოლი,, Albendazole
 

წამლის ფორმა 
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: 
ჰელმადოლი 200 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ჰელმადოლი 400 მგ: ვარდისფერი ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ნაჭდევით ცალ მხარეს.
შემადგენლობა 
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ ან 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი. 
გარსის შემადგენლობა: ოპადრი თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი), ოპადრი II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი). 

პრეპარატის ათქ კოდი P02ჩA03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 
ანტიპარაზიტული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები 
ფარმაკოდინამიკა
ჰელმადოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ და ანტიპრო-ტოზოულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების დროს. ჰელმადოლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების  ალბენდაზოლის მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება კარბა-მატბენზიმიდაზოლების ჯგუფს. 
მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ჰელმინთის უჯრედში ბეტა-ტუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან. ჰელმადოლი არღვევს ბიოქიმიური პროცესების (გლუკოზის უტილიზაცია) მიმდინარეობას, აბლოკირებს სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირებას, რაც განაპირობებს პარაზიტის სიკვდილს. 
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი ცუდად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უცვლელი სახით სისხლის პლაზმაში არ განისაღვრება.  შიგნით მიღებისას ბიოშეღწევადობა დაბალია. ცხიმიანი საკვების მიღება პრეპარატის შეწოვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის. მეტაბოლიზმი. ალბენდაზოლი ღვიძლში სწრაფად გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად _ ალბენდაზოლის სულფოქსიდად, რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით. 
განაწილება. ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს პრეპარატის მიღებიდან 2-5 საათში. მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირება  70 % და ის სრულად გადანაწილდება ორგანიზმში: ვლინდება შარდში, ნაღველში, ღვიძლში, ჰელმინთის ცისტის კედელსა და სითხეში, თავზურგტვინის სითხეში.  
გამოყოფა. ალბენდაზოლის სულფოქსიდი ღვიძლში გარდაიქმნება ალბანდაზოლის სულფონად და ჟანგვის სხვა პროდუქტებად. ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარდაშლის პერიოდი – 8-12 საათი. გამოიყოფა ნაღველთან ერთად სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.
ალბენდაზოლისა და ალბენდაზოლის სულფოქსიდის თირკმლებით გამოყოფა უმნიშვნელოა. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კლირენსი არ იცვლება. 
პაციენტებში ღვიძლის დაზიანებით ბიოშეღწევადობა იზრდება, ალბენდაზოლის სულფოქსიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მატულობს 2-ჯერ, ხოლო  ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება.
    
გამოყენების ჩვენებები 
ჰელმადოლი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები: 
 ასკარიდოზი, გამომწვევი Aსცარის ლუმბრიცოიდეს (მრგვალი ჭია); 
 ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი თრიცჰოცეპჰალუს ტრიცჰიურუს (თავგარსა); 
 ენტერობიოზი, გამომწვევი  Eნტერობიუს ვერმიცულარის (მახვილა); 
 ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Aნცყლოსტომა დუოდენალე და Nეცატორ ამერიცანუს; 
 ტრიქინელოზი, გამომწვევი თრიცჰინელლა სპირალის; 
 ტოქსოკაროზი, გამომწვევი თოხოცარა ცანის; 
 სტრონგილოიდოზი, გამომწვევი შტრონგილოიდეს სტერცორალის (ნაწლავის ჭია); 
ქსოვილოვანი ცესტოდოზები:
 ცისტიცერკოზი, გამომწვევი თაენია სოლიუმ-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია; 
 ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Eცჰინოცოცუს გრანულოსუს-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
 დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
 შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
 ლამბლიოზი, გამომწვევი Gიარდია ლამბლია.
მიღების წესი და დოზები 
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის. 
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა  800 მგ.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ჰელმადოლი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს  15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე  ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით. 
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ  დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.
ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით. 
ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა  28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ლამბლიოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში. 

უკუჩვენებები
 მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ; 
 თვალის ბადურის პათოლოგიები; 
 ორსულობა; 
 ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება. 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ჰელმადოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს. 
რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია საიმედო კონტრაცეპცია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და ისეთი სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს 
ჰელმადოლი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას. 

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება. 
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

გამოშვების ფორმა
ჰელმადოლი 200 მგ 
შემოგარსული ტაბლეტები.
2 ან 6 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 
10 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 
ჰელმადოლი 400 მგ 
შემოგარსული ტაბლეტები.
1, 2 ან 3 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 
10 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით..