იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD MEDICINE
სილარსილი

სილარსილი

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

სილარსილი
SILARSIL
 
სავაჭრო დასახელება
სილარსილი, SOLARSIL
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სილიმარინი, Silymarin
 

წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა:
სილარსილი 70 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი მუქი ყვითელი ფერის კორპუსით და სახურავით, რომელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს.
 
სილარსილი 140 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი ნარინჯისფერი სახურავით და მქრქალი ცისფერი კორპუსით, რომელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს.
 
შემადგენლობა
სილარსილი 70 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 70 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
 
სილარსილი 140 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 140 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
 

პრეპარატის ათქ კოდი A05BA03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰეპატოპროტექტული პრეპარატები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
სილარსილი მცენარეული წარმოშობის ჰეპატოპროტექტორია, რომლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბაყაყურას ნაყოფიდან გამოყოფილ ექსტრაქტულ ნივთიერებათა ნარევს, კერძოდ კი: სილიბინინის, სილიდიანინის, სილიკრისტინის და ფლავონოლის სხვა წარმოებულების.
სილარსილი ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან  და მათ ნაკლებად ტოქსიურ ნაერთებად აქცევს, რითაც წყვეტს ლიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროცესს და აჩერებს უჯრედის სტრუქტურების შემდგომ დაშლას, ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში.
პრეპარატის ზემოქმედებით დაზიანებულ ჰეპატოციტებში ხდება სტრუქტურული და ფუნქციური ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაცია (რნმპოლიმერაზა A-ს სპეციფიური სტიმულაციის ხარჯზე), უჯრედული მემბრანების სტაბილიზაცია, უჯრედის ფერმენტული კომპონენტების (ტრანსმინაზები) დაკარგვის თავიდან აცილება, ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის დაჩქარება.
კლინიკურად ეს ეფექტები გამოიხატება ობიექტური და სუბიექტური სიმპტომების გაუმჯობესებაში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების (ტრანსამინაზების, გამაგლობულინის, ბილირუბინის დონე) ნორმალიზაციაში. ამას მოჰყვება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირება, მადის გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის დაავადების გამო დარღვეული აქვს საჭმლის მონელება. სილარსილის გამოყენების შედეგად უმჯობესდება მდგომარეობა გადატანილი მწვავე ჰეპატიტის შემდეგ და ქრონიკული ჰეპატიტის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას).
ფარმაკოკინეტიკა
სილიბინინი (სილიმარინის მთავარი კომპონენტი) იწოვება კუჭნაწლავის  ტრაქტიდან 20-40%-ით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 0.5-1 საათში. Т½ შეადგენს 6 სა¬ათს. მიღებული სილიბინინის 80%-ზე მეტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების სახით (ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ნაწლავღვიძლის ცირკულაციას განიცდის) და მიღებული სილიბინინის მხოლოდ 3-7% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში.
 
გამოყენების ჩვენებები
– ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზ¬მის დროს;
– ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა;
– ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპუ-ლი საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრესანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა;
– არავირუსული ეტიოლოგის ქრონიკული ჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
– ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა;
– ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
– შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს;
– ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია.
 
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად –დისპეფსია, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციების კანისმიერი გამოვლინებები.
სხვა: ცალკეულ შემთხვევებში არსებული ვესტიბულური დარღვევების გამწვავება.
 
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რა¬ო¬დე¬ნობის წყლის მიყოლებით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს ენიშნება 70-140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 420 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 70-140 მგ 2-ჯერ დღეში.
სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდან შეადგენს 5 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 2-3 მიღებად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ მოიპოვება.
 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოიპოვება მონაცემები არასასურველი გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
 
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულა 70 მგ.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
მყარი ჟელატინის კაფსულა 140 მგ.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30º ჩ-მდე ტემპერატურის პირო¬ბებ¬ში.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვა¬დის ამოწურვის შემ¬დეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.