იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
ფლოქსიმედი თვალის წვეთები

ფლოქსიმედი თვალის წვეთები

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/


ფლოქსიმედი
FLOXIMED
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციპროფლოქსაცინი,Ciprofloxacin
 
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, გაყინული ძმარმჟავა, უწყლო ნატრიუმის აცეტატი, ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (PH-ის კორექციისათვის), საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი S01AX13
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება:
აბლოკირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და აფერხებს  დნმ-ის რეპლიკაციას. თრგუნავს ბაქტერიების ზრადასა და გამრავლებას. იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (ბაქტერიის უჯრედის კედელსა და  მემბრანაში) და უჯრედის სწრაფ სიკვდილს. მოქმედებს  მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში. ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, შედარებით ნაკლებად გამოხატულია მისი ზემოქმედება ანაერობებზე. მოქმედებს შემდეგ ბაქტერიებზე: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Campilobacter jejuni, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter cloaceae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Acinetobacter spp., Aeromonas caviae, Aeromonas hydrophilia, Brucella melitensis, Campylobacter coli, Edwardsiella tarda, Enterobacter aerogenes, Haemophilus ducreyi, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitides, Pasteurella multicoda, Salmonella enteritidis, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica, Chlamydia trachomatis (ზომიერი მგრძნობელობა), Mycobacterium tuberculosis (ზომიერი მგრძნობელობა), ciprofloqsacinis mimarT aramgrZnobiarea Pseudomonas cepacia-ias Stamebis umravlesoba da Pseudomonas matolphilia-s ზოგიერთი შთამი,ასევე ანაერობული ბაქტერიები, , Bacteroides fragilis-is და Clostridium difficile-s CaTvliT. ჩათვლით.
 
გამოყენების ჩვენებები
_ თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები, ბლეფაროკონიუნქტივიტები,  ბლეფარიტები, რქოვანას ბაქტერიული წყლულები ჰიპოპიონით და/ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ქრონიკული დაკრიოცისტიტები და მეიბომიტები.
_ წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა.
_ თვალის კაკლისა და მისი დანამატების ტრავმისშემდგომი (უცხო სხეულით ან მის გარეშე) ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
 
უკუჩვენებები
უკუჩვენებებს წარმოადგენს ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი,  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია _ ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი, გუ¬ლის¬რევა; იშვიათად _ ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ჩაწვეთების შემდეგ პირში არასასიამოვნო გემო, მხედველობის დაქვეითება,  კრისტალისებრი პრეციპიტატის გაჩენა რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში, კერატიტი, კერატოპათია, რქოვანაზე ლაქების გაჩენა ან ინფილტრაცია.
 
გამოყენების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს აწვეთებენ 1-2 წვეთს დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 2 სთ-ში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 1-2 წვეთი 4 სთ-ში ერთხელ 5 დღის მანძილზე. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა და ჩაწვეთების სიხშირე მცირდება.
რქოვანას ბაქტერიული წყლულის დროს: პირველ 6 სთ-ის განმავლობაში 2 წვეთი ყოველ 15 წთ-ში დაავადებულ თვალში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წთ-ში, მეორე დღიდან 2 წვეთი ყოველ საათში, მე-3 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით 2 წვეთი ყოველ 4 სთ-ში. თუ 14 დღიანი თერაპიული კურსის შემდეგ არ მოხდა ეპითელიზაცია, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.
 
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონა¬ცემები არ არსებობს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.
 
გამოყენების თავისებურება
ფლოქსიმედი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ რომ, თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. ხისტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ  15-20 წუთის შემდეგ.
 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ფლოქსიმედის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმახვილეს.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატ ფლოქსიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
 
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი საწვეთურით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში!
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III გაიცემა ურეცეპტოდ.