იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
სლეზოლ ფორტე

სლეზოლ ფორტე

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/

სლეზოლ ფორტე
SLEZOL FORTE
 
სავაჭრო დასახელება
სლეზოლ ფორტე,  SLEZOL FORTE
 
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დექსტრანი 70       1 მგ
                                          ჰიპრომელოზა        3 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი S01XA20
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ჰიპრომელოზა წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, გააჩნია მაღალი წებოვნება, რაც ზრდის ხსნარის კონტაქტის ხანგრძლივობას რქოვანასთან. ხსნარის გარდატეხის მაჩვენებელი ბუნებრივი ცრემლის ანალოგიურია. ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოქმნას. სლეზოლ ფორტე შეიცავს დექსტრანს, რომელიც ბუნებრივ ცრემლთან ერთად ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას. პრეპარატი ავსებს ცრემლის დეფიციტს და აუმჯობესებს რქოვანას დატენიანებას.
 
გამოყენების ჩვენებები
- `მშრალი თვალის” სინდრომი;
- რქოვანის სინდრომის შემსუბუქება (მათ შორის დისკომფორტი, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება).
 
გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატს აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით. მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
საწვეთურის წვერით თვალთან და ქუთუთოსთან შეხება არ შეიძლება.
უკუჩვენებები
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, მხედველობის დაბინდვა, თვალების დროებითი
გაღიზიანება (ჰიპერემია).
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის ჩაწვეთებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები და ხელახლა ჩაისვან პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ინსტილაციისთანავე შესაძლებელია არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის გაძნელება. რეკომენდებულია მუშაობის დაწყება ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულებში და მეძუძურ დედებში ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10-15 წუთი.
 
დოზის გადაჭარბება
პრეპარატ სლეზოლ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები გამოდის 15 მლ პლასტიკურ ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში. 
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.