იფიქრე გლობალურად

კომპანიის შესახებ

ფარმაცევტული კომპანია „გლობალფარმი“  დაარსდა  2005 წელს.  კომპანიამ პირველი სერიოზული ნაბიჯები დაიწყო პატარა გუნდით, რომელიც 5 ადამიანისგან  შედგებოდა და ეს მცირედი გუნდი დაუღალავი შრომით და მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიის განხორციელებით მიიწევდა იმ წარმატებისკენ, რომლითაც  ამჟამად წარმოდგენილი ვართ ფარმაცევტულ ბაზარზე.

კომპანია  „გლობალფარმი“  წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე და ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ აფთიაქთან, კლინიკებთან და ფარმაცევტულ ბაზებთან. კომპანია გლობალფარმი ახდენს ისეთი კომპანიების მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, როგორიცაა კომპანიები:  World Medicine და World Medicine Ophthalmics-ი, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში  2005 წელს დაარსდა, Rotapharm-ი რომლის წარმომადგენლობა 2008 წელს დაარსდა და კომპანია Dr. Sertus-ი, რომლის წარმომადგენლობა 2013 წელის 17 ივლისს დაარსდა.

კომპანია, რომელმაც საქმიანობა დაიწყო სულ რაღაც 5 მედიკამენტით, კომპანია აქტიურად ახდენს ახალი პროდუქტის და მომსახურების განვითარებას, მომხმარებლის ნდობა წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, დაბალანსებული ფასებით და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით მოიპოვა. ფართოვდება ფირმის სტრუქტურა და დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი. ასევე ხორციელდება კადრების გადამზადება-ტრეინინგების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისათვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა, სრულყოფილი და ამომწურავი კონსულტაციის და ინფორმაციის მიწოდებას.

კომპანიის ეს  წარმატება ზემოთ ჩამოთვლილის გარდა განაპირობა იმ ადამიანების გუნდურობამ და შრომისმოყვარეობამ, რითაც გამსჭვალულია თითოეული თანამშრომელი. ეს არის ერთი  „დიდი ოჯახი“,  რომელსაც გლობალფარმი ჰქვია.

ჩვენი გუნდი