იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
კლოდიფენი

კლოდიფენი

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/

კლოდიფენი

CLODIFEN

 
სავაჭრო დასახელება
კლოდიფენი, Clodifen
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დიკლოფენაკი, Diclofenac
 
წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,1%
აღწერილობა: გამჭვირვალე ან ოპალესციური ხსნარი, უფეროდან მოყავისფრო-მოყვითალო ფერამდე.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატი, ტრომეტამოლი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბად მჟავა, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი  S01BC03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კლოდიფენი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ნატრიუმის დიკლოფენაკს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა I და II-ის აქტივობის დათრგუნვით,  რაც განაპირობებს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა.
0,1% თვალის წვეთების გამოყენებისას დიკლოფენაკი გამოყენებისას ამცირებს თვალში ანთებით პროცესებს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ინფექციის, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევების შედეგად. ამცირებს მიოზს ოპერაციული ჩარევების დროს, აქვეითებს პროსტაგლანდინების სინთეზს წინა საკნის სითხეში.
ფარმაკოკინეტიკა
ინსტილაციისას დიკლოფენაკის თვალის წვეთები შეიწოვება სისტემური სისხლის მიმოქცევაში, თუმცა სისხლში მიღწეული დონე მნიშვნელოვნად უფრო მცირეა, ვიდრე მისი აღმოჩენის ზღვარი, რის გამოც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
 
გამოყენების ჩვენებები
- მიოზის შემცირება კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის დროს;
- თვალის ქირურგიაში პოსტოპერაციული ანთებები;
- ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და იმპლანტაციასთან;
- თვალის წინა ნაწილების არაინფექციური ანთებითი პროცესები;
- რქოვანას მექანიკური და ტრავმული დაზიანებები;
- ანთებითი პროცესები გამოწვეული ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკით;
- ტკივილი გამოწვეული რადიალური კერატოტომიით ან სხვა ლაზერული პროცედურებით;
- ანთება, გამოწვეული სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტით.
 
მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ინტრაოპერაციული მიოზის ინჰიბირებისათვის აწვეთებენ კლოდიფენს კონიუნქტივალურ პარკში 2 სთ-ის განმავლობაში 30წთ-იანი ინტერვალებით (4-ჯერ).
ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკისათვის აწვეთებენ კლოდიფენის თითო წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, ოპერაციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
სხვა ზემოთჩამოთვლილი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, ნიშნავენ კლოდიფენის თითო წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 კვირამდე.
 
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავას და სხვა აასს-ების მიმართ, რომელიც გამოიხატება ბრონქული ასთმის შეტევების განვითარების, ურტიკარული გამონაყარის  და მწვავე რინიტის სახით.
 
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია: გარდამავალი წვის შეგრძნება და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ; ალერგიული რეაქციები ქავილის სახით, ჰიპერემია და ფოტოსენსიბილიზაცია.
 
განსაკუთრებული მითითება
პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატ კლოდიფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ კონტაქტური ლინზების მოხსნის შემდეგ. ლინზების ჩასმა შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ  15 წუთში.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. Pპიპეტის წვერით თვალთან შეხება არ შეიძლება.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი კლოდიფენი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დროებითი დაკარგვა.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის და მეძუძური ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აუცილებლობის შემთხვევაში, კლოდიფენი შეიძლება გამოვიყენოთ სხვა თვალის წვეთებთან ერთად, მ.შ. გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან. ამ დროს ინტერვალი ჩაწვეთებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთისა, მომდევნო ინსტილაციით მოქმედი ნივთიერებების გამორეცხვის თავიდან აცილების მიზნით.
 
ჭარბი დოზირება
კლოდიფენის ჭარბ დოზირებაზე ინფორმაცია არ არსებობს.
 
გამოშვების ფორმა
კლოდიფენის თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში!
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.