იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
ფლუზამედი თვალის წვეთები

ფლუზამედი თვალის წვეთები

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/

ფლუზამედ

FLUZAMED

სავაჭრო დასახელება 
ფლუზამედი,  Fluzamed
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფლუკონაზოლი, Fluconazole
 
წამლის ფორმა 
0,3%-იანი თვალის წვეთები 
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე სითხე.
 
 
შემადგენლობა 
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:  
აქტიური ნივთიერება:   ფლუკონაზოლი 3 მგ. 
დამხმარე ნივთიერებები:  დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი    S01A
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი   
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ტრიაზოლის წარმოებულთა ჯგუფიდან. ახდენს ციტოქრომ P450-დამოკიდებული ფერმენტების ბლოკირებას და მაღალსელექტიურად აინჰიბირებს სტეროლების სინთეზს სოკოების უჯრედულ მემბრანებში. ფლუკონაზოლი ეფექტურია იმ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Epidermophyton spp, Microsporum spp., Trichophiton spp.და ასევე  იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis da Histoplasma capsulatum. ერთჯერადი გამოყენებისას, ფლუკონაზოლი  15 წუთში  აღწევს თვალის ქსოვილებში იმ კონცენტრაციით, რომელიც აჭარბებს ისეთი მიკროორგანიზმების ელიმინაციისათვის საჭირო კონცენტრაციას, როგორიცაა: albicans  da  C. parapsilosis, ხოლო მრავალჯერადი შეყვანისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია აჭარბებს C.tropicalis ​ელიმინაციისათვის საჭირო კონცენტრაციას, რის გამოც ფლუკონაზოლი წარმოადგენს ამფოტერიცინ B-ს კარგ ალტერნატივას კანდიდა-ს ჯგუფის სოკოებით გამოწვეული კერატიტების სამკურნალოდ.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად აღწევს ყველა ბიოლოგიურ სითხეში.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, ფლუკონაზოლის 80% ექსკრეტირდება უცვლელი სახით, დაახლოებით 11%-მდე – მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს (20-50 სთ-ის დიაპაზონში).
 
გამოყენების ჩვენებები
თვალის სოკოვანი დაზიანებები:
- სკლერიტები;
- ენდოფთალმიტები;
- კერატიტები (კერატომიკოზები);
- კანალიკულიტები და სხვა
 
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (მათ შორის სხვა აზალური ნაერთების მიმართ).
 
გვერდითი მოქმედება
იშვიათად ვლინდება თვალების გაღიზიანება და შეწითლება.
 
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ინიშნება 1-2 წვეთი დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა  შეადგენს არა უმეტეს 3 კვირისა.
 
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.
 
გაფრთხილება
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა პრეპარატის შეწოვა სისხლში. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევების  მქონე პაციენტებში, დაქვეითებული იმუნიტეტის დროს (ახალშობილობის პერიოდი, შიდსი და სხვა). პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშნის გამოვლინების შემთხვევაში.
 
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს 7-10 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაავადება გამოწვეულია პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმით.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი დედისათვის აღემატება ნაყოფზე პოტენციურ რისკს. მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
 
 
 
ზემოქმედება ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ფლუზამედის ინსტილაციის შემდეგ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული  ავტომობილის მართვა, ასევე ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.
 
გამოშვების ფორმა
ფლუზამედი თვალის წვეთები 5მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს  25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.