იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
როტაზარი პლიუსი

როტაზარი პლიუსი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

როტაზარი პლიუსი
ROTAZAR PLUS
 
სავაჭრო დასახელება 
როტაზარი პლიუსი, Rotazar Plus
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ირბესარტანი + ჰიდროქლორთიაზიდი, Irbesartan + Hydrochlorothiazide
 
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
 
აღწერილობა:
როტაზარი 150 მგ/12,5 მგ, 300 მგ/12,5 მგ, 300 მგ/25 მგ
ოვალური ორმხრივამობურცული ტაბლეტები, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით.
 
შემადგენლობა
როტაზარი პლიუსი 150მგ/12,5მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებებს: 150 მგ ირბესარტანს, 12,5 მგ. ჰიდროქლორთიაზიდს
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, გაუწყლოებულ კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, სიმინდის სახამებელს ნაწილობრივად პრეჟელატინიზირებულს 1500, მაგნიუმის სტეარატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
 
როტაზარი პლიუსი 300მგ/12,5მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებებს: 300 მგ ირბესარტანს, 12,5 მგ. ჰიდროქლორთიაზიდს
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, გაუწყლოებულ კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, სიმინდის სახამებელს ნაწილობრივად პრეჟელატინიზირებულს 1500, მაგნიუმის სტეარატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
 
როტაზარი პლიუსი 300მგ/25მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებებს: 300 მგ ირბესარტანს, 25 მგ. ჰიდროქლორთიაზიდს 
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, გაუწყლოებულ კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, სიმინდის სახამებელს ნაწილობრივად პრეჟელატინიზირებულს 1500, მაგნიუმის სტეარატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
 
პრეპარატის ათქ კოდი C09DA04
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები. ირბესარტანი და დიურეტიკები.  
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს და თიაზიდურ დიურეტიკს (ჰიდროქლორთიაზიდს). ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიცირებს რა არტერიულ წნევას უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
შიგნით მიღებისას ირბესარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების (Aთ1 ტიპის) ძლიერ სელექტიურ ანტაგონისტს. იგი ბლოკავს Aთ1-რეცეპტორების მეშვეობით რეალიზებად  ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან ეფექტს, ანგიოტენზინ II-ის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად. სელექტიური ანტაგონისტური მოქმედება ანგიოტენზინური Aთ1-რეცეპტორების მიმართ იწვევს რენინის და ანგიოთენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაციების ზრდას და ალდოსტერონის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას. რეკომენდირებულ დოზებში ირბესარტანით მონოთერაპიის დროს პაციენტებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისადმი მიდრეკილების გარეშე,  კალიუმის იონების შრატისმიერი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. ირბესარტანი არ აინჰიბირებს კინინაზა II-ს (ანგიოტენზინ -გარდამქმნელი ფერმენტი), რომლითაც ხდება ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა და ბრადიკინინის დაშლა არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.
ირბესარტანი არ მოქმედებს შარდმჟავას კინცენტრაციაზე სისხლის შრატში და თირკმელებით მის გამოყოფაზე.    
ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკია. თიაზიდური დიურეტიკები ზეგავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მექნიზმებზე, ზრდიან რა ნატრიუმის იონების და ქლორის ეკსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს სისხლის პლაზმის მოცულობას, ზრდის რენინის აქტივობას სისხლის პლაზმაში და ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, შარდში კალიუმის იონების და ბიკარბონატის შემცველობის შემდგომი ზრდით და სისხლის შრატში კალიუმის იონების შემცველობის შემცირებით. სავარაუდოთ, რენინ- ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადის მეშვეობით ირბესარტანის კომბინირებული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ამ დიურეტიკით გამოწვეული კალიუმის იონების დაკარგვის თავიდან აცილებას. ჰიდროქლორთიაზიდი შიგნით მიღებისას დიურეზული ედექტი დგება პირველი 2 საათის განმავლობაში, დიურეზი აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 4 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 6-12 საათი.
თერაპიული დოზების დიაპაზონში ჰიდროქლორთიაზიდი და ირბესარტანის კომბინაცია ახდენს დოზადამოკიდებულ ადიტიურ ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ირბესარტანის ჰიპოტენზიური მოქმედება ჰიდროქლორთიაზიდი კომბინაციაში ვლინდება პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ და ნარჩუნდება მიღების 1-2 კვირის განმავლობაში, მისი თანდათან შემდგომი გაძლიერებით და მაქსიმალური ეფექტით მე-6-8 კვირას. პრეპარატ როტაზარ პლიუსის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე.
           
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
როტაზარ პლიუსის პერორალურად მიღების შემდეგ ირბესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-80%-ს, ჰიდროქლორთიაზიდი კი - 50-80%. ირბესარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ, ჰიდროქლოროთიაზიდის  - 1-,2,5 საათის შემდეგ.    
 
განაწილება
ირბესარტანის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 96%-ს. ირბესარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 53-93 ლ.
ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 68%-ს, განაწილების მოცულობა - 0,83-1,14ლ/კგ.
კონცენტრაცია სისხლის შრატში აღწევს სტაბილურ მნიშვნელობას თერაპიის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში. განმეორებითი მიღებისას სქემით დღეში ერთხელ აღინიშნება სისხლის პლაზმაში ირბესარტანის შეზღუდული დაგროვება (20%-ზე ნაკლები).
ირბესრტანის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენბელებისთვის დამახასიათებელია დოზაზე ხაზოვანი დამოკიდებულბა 10 მგ-დან 600 მგ-მდე დოზების დიაპაზონში. ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძით, არ აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში. 
 
მეტაბოლიზმი
ირბესარტანი მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის ირბესარტანის გლუკურონიდი (დაახლოებით 6%).  Iნ ვიტრო კვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ ირბესარტანი მეტაბოლიზდება დაჟანგვის გზით ჩYP2ჩ9 მონაწილეობით. 
ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა
საერთო კლირენსი და თირკმელების კლირენსი შეადგენენ 157-176 მლ/წთ და 3,0-3,5 მლ/წთ შესაბამისად. ირბესარტანის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 11-15 საათს.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით და შარდით.  14ჩ-ირბესარტანის პერორალურად მიღების ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 20% აღინიშნება შარდში და კვალი - განავალში. უცვლელი ირბესარტანის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით.
ჰიდროქლორთიაზიდის ნახევრად გამოყოფის პერიოდი მერყეობს 5-15 საათის ფარგლებში. ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. მინიმუმ, შიგნით მიღებული დოზის 61% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში. 
 
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
სისხლის შრატში ირბესარტანის რამდენადმე უფრო მაღალი კონცენტრაციები აღმოჩენილი იქნა ქალებში მომატებული არტერიული წნევით, მამაკაცებთან შედარებით. მაგრამ განსხვავებები ნახევრად გამოყოფის პერიოდისა და იბერსარტანის დაგროვებაში გამოვლენილი არ არის. ამიტომ ირბესარტანის დოზის კორექცია ქალებში საჭირო არ არის.
ირბესარტანის AUჩ და მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში რამდენადმე უფრო მაღალი იყო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წელი), ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში (65 წლამდე), ირბესარტანის ნახევრად გამოყოფის პერიოდის მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. ამიტომ დოზის კორექცია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საჭირო არ არის.
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ირბესარტანი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით. იყო შეტყობინებები, რომ პაციენტებში <20 კრეატინინის კლირენსით აღინიშნებოდა ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდა 21 საათამდე.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევებით ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ იცვლება. კვლევები პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმით არ ჩატარებულა. 
 
გამოყენების ჩვენებები
- ზომიერი ან მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტების მკურნალობა, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია). 
 
გამოყენების წესი და დოზირება
როტაზარი პლიუსი მიიღება 1 ჯერ დღეში საკვების მიღების მიუხედავად.
როტაზარი პლიუსი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არასაკმარისად კონტროლირდება ირბესარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიაში.  
როტაზარი პლიუსი 150 მგ/12,5 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არასაკმარისად კონტროლირდება ჰიდროქლორთიაზიდით (12,5 მგ დღეში) ან ირბესარტანით (150 მგ დღეში) მონოთერაპიაში.
როტაზარი პლიუსი 300 მგ/12,5 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არასაკმარისად კონტროლირდება ირბესარტანით (300 მგ დღეში) ან პრეპარატით როტაზარი პლიუსი 150 მგ/12,5 მგ.
გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არასაკმარისად კონტროლირდება პრეპარატით როტაზარი პლიუსი 300 მგ/12,5 მგ, პრეპარატების დოზები კომბინაციაში შეიძლება გაზრდილი იქნას ირბესარტანის 300 მგ-მე და ჰიდროქლოროთიაზიდის 25 მგ-მდე დღეში: პრეპარატის როტაზარი პლიუსი 150 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტი ან პრეპარატის როტაზარი პლიუსი 300 მგ/25 მგ 1 ტაბლეტი. 
მაქსიმალური დღიური დოზა - პრეპარატის როტაზარი პლიუსი 150 მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტი ან პრეპარატის როტაზარი პლიუსი 300 მგ/25 მგ 1 ტაბლეტი. მიზნობრივი არტერიული წნევის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის როტაზარი პლიუსი 300 მგ/25 მგ გამოყენებისას, მას შეიძლება დაემატოს სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, პროლონგირებული მოქმედების კალციუმის არხების ბლოკატორები).  
როტაზარი პლიუსი 300 მგ/25 მგ არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). სასურველია მარყუჟოვანი დიურეტიკების გამოყენება.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. 
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობით პრეპარატის დოზის შემცირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
- მძიმე ხარისხის თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ანურია (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო);
- რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო);
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა (C კლასი/9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს სკალით), ღვიძლის ბილიარული ციროზი, ქოლესტაზი (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო, რადგანაც წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მინიმალურმა დარღვევებმა ასეთ პაციენტებში შეიძლება მოახდინოს ღვიძლისმიერი კომის პროვოცირება);
- გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას შეწოვის დარღვევები;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების სხვა წარმოებულების მიმართ (ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული). 
  
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი:
- აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზის; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს;
- დეჰიდრატაციის, ჰიპონატრიემიის, დიარეის, ღებინების, სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვით დიეტის დაცვის, დიურეტიკებით თერაპიის დროს (გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი);
- თირკმელების არტერიების ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზის, NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციონალური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის დროს (როგორც სხვა საშუალეების გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, არ შეიძლება არტერიული ჰიპოტენზიის, ოლიგურიის და/ან იზოთემიის და პროგრესირებადი თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკის არსებობის გამორიცხვა);
- გულის იშემიური დაავადების და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების დროს (მიოკარდის ან თავის ტვინის  იშემიის გაძლიერების რისკი, მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის განვითარებამდე არტერიული წნევის გადამეტებული დაქვეითების დროს);
- მსუბუქი და საშულო ხარისხის თირკმელების უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 60-დან 30 მლ-მდე/წთ), ჰემოდიალიზის დროს (აზოტემიის რისკის ზრდა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ირბესარტანის გამო);
- თირკმელის ტრანსპლანტაციის შემდეგ (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა);
- ღვიძლის უკმარისობის დროს (A და B კლასი/5-6 ქულა და 7-9 ქულა ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით);
- შაქრიანი დიაბეტის დროს (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლოროთიაზიდის გამო შესაძლებელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება);
- სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის დროს (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო, რადგანაც თიაზიდურ დიურეტიკებს, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება);
- პოდაგრის დროს (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო შესაძლებელია სისხლში ურატების კონცენტრაციის ზრდა);
- ჰიპერკალიემიის, კალიუმშემანარჩუნებელი და/ან კალიუმის შემცველი პრეპარატების, მარილის შემცვლელების ერთდროულად მიღების დროს (ჰიპერკალიემიის რისკი);
- სისტემური წითელი მგლურას დროს (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება);
- სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროულად მიღების  დროს (მათი ჰიპოტენზიური მოქმედებების პოტენცირების შესაძლებლობა);
- ლატენტურად მიმდინარე ჰიპერპარათირეოზის დროს (პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდის გამო, რადგანაც თიაზიდური დიურეტიკები, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების ან გაძლიერების რისკს);
- სიმპათექტომიის შემდეგ (ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერების რისკი);
- ლითიუმის მარილების ერთდროული მიღების დროს (ჰიდროქლორთიაზიდის ზრდის ლითიუმის ტოქსიკური მოქმედების რისკს).     
 
გვერდითი მოქმედება
898 პაციენტს შორის ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ ირბესარტანს/ ჰიდროქლორთიაზიდს სხვადასხვა დოზებით (37,5 მგ-დან/6,25 მგ, 300მგ-მდე/25მგ) პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, 29,5%-ში გამოვლინდა არასასურველი რეაქციები. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო: თავბრუსხვევა (5,6%), დაღლილობა (4,9%), გულისრევა/ღებინება (91,8%), შარდვის დარღვევა (1,4%). გარდა ამისა, კვლევების მსვლელობაში აღინიშნებოდა სისხლის შარდოვანას აზოტის (2,3%), კრეატინკინაზას (1,7%) და კრეატინინის (1,1%) მომატება.
#1 ცხრილში მოყვანილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის მსვლელობაში.   
ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე), იშვიათად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), სიხშირე უცნობია.
თითოეულ კატეგორიაში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი მნიშვნელობების კლების მიხედვით.
 
ცხრილი #1 არასასურველი რეაქციები პლაცებო-კონტროლირებად კვლევებსა და სპონტანურ ანგარიშებში*
ლაბორატორიული კვლევების შედეგები ხშირად სისხლის შარდოვანას აზოტის, კრეატინინის, და კრეატინკინაზის დონის ზრდა
 იშვიათად შრატში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება
გულის მხრივ იშვიათად ჰიპოტენზია, შეშუპებები, სინკოპე, ტაქიკარდია
ნერვული სისტემის მხრივ ხშირად თავბრუსხვევა
 იშვიათად თავბრუსხვევა ფეხზე დგომის დროს
 სიხშირე უცნობია თავის ტკივილი
სმენის და ვესტიბულარული აპარატის მხრივ სიხშირე უცნობია ხმაური ყურებში
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ სიხშირე უცნობია ხველა
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ხშირად გულისრევა/ღებინება
 იშვიათად დიარეა
 სიხშირე უცნობია გემოვნების ცვლილება, დისპეფსია
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ ხშირად შარდვის დარღვევა
 სიხშირე უცნობია თირკმელების ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმელების უკმარისობის ცალკეული შემთხვევები მომატებული რისკის ჯგუფის პაციენტებში
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, შემაერთებელი ქსოვილის მხრივ იშვიათად კიდურების შეშუპება
 სიხშირე უცნობია ართრალგია, მიალგია
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ სიხშირე უცნობია ჰიპერკალიემია
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ იშვიათად სისხლის მოწოლა
ზოგადი მდგომარეობის დარღვევები ხშირად დაღლილობა
იმუნური სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ იშვიათად სიყვითლე
 სიხშირე უცნობია ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ იშვიათად სქესობრივი ლტოლვის ცვლილება, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა
*არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაზღვრული სპონტანურ ანგარიშებში, აღწერილია როგორც “სიხშირე უცნობია”.
დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ: ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების დამატებად როტაზარ პლიუსის მიღების დროს შესაძლებელია სხვა არასასურველი ეფექტების განვითარება (იხ. ცხრილი 2-3).
 
ცხრილი #2. ირბესარტანის მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები
ზოგადი მდგომარეობის დარღვევები იშვიათად ტკივილი გულმკერდის არეში
 
 
ცხრილი #3. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები
ლაბორატორიული კვლევების შედეგები სიხშირე უცნობია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (მათ შორის ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია), გლუკუზორია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება
გულის მხრივ სიხშირე უცნობია გულის არითმიები
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია აპლასტიური ანემია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია
ნერვული სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია თავბრუსხვევა, პარესთეზია, შფოთვა
მხედველობის ორგანოს მხრივ სიხშირე უცნობია ბუნდოვანი ხედვა, ქსანტოფსია
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ სიხშირე უცნობია რესპირატორული დისტრესის სინდრომი (მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება)
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ სიხშირე უცნობია ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ სიხშირე უცნობია ანაფილაქსიური რეაქციები; ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; წითელი მგლურას მსგავსი კანის რეაქციები; ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი); ფოტომგრძნობელობის რეაქციები; გამონაყარი; კანის წითელი მგლურას რეაქტივაცია; ჭინჭრის ციება   
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ სიხშირე უცნობია კუნთების სპაზმები, სისუსტე
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია ორთოსტატული ჰიპოტენზია
ზოგადი მდგომარეობის დარღვევები სიხშირე უცნობია ცხელება
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ სიხშირე უცნობია სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური სიყვითლე)
ნერვული სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია დეპრესია, ძილის დარღვევა
 
ჰიდროქლორთიაზიდის დოზადამოკიდებული არასასურველი ეფექტები (განსაკუთრებით, ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევები) შეიძლება გაძლიერდეს ჰიდროქლორთიაზიდის დოზის მომატების დროს.
 
განსაკუთრებული მითითებები
ჰიპოტენზია - პაციენტები მოცირკულირე სისხლის დაქვეითებული მოცულობით: როტაზარი პლიუსი იშვიათად იწვევს სიმპტომატურ ჰიპოტენზიას, ამ მდგომარეობის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორების არარსეობობის შემთხვევაში. სიმპტომატური ჰიპოტენზია შესაძლებელია პაციენტებში დაქვეითებული შიდასისხლძარღვოვანი მოცულობით და (ან) ნატრიუმის დაქვეითებული დონით ინტენსიური შარდმდენი თერაპიის, მარილის დიეტური შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების შედეგად. პრეპარატით როტაზარი პლიუსი თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ასეთი მდგომარეობების კორექციის ჩატარება.
თირკმლის არტერიის სტენოზი - რენოვასკულარული ჰიპერტენზია: პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზით არსებობს მძიმე ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის მომატებული რისკი აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პრეპარატთან როტაზარი პლიუსი დაკავშირებული დოკუმენტირებული შემთხვევები, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავსი ეფექტის შესაძლებლობის შესახებ.
თირკმელების უკმარისობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია: როტაზარი პლიუსის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, საჭიროა პერიოდულად კალიუმის, კრეატინინის და შრატში შარდმჟავას დონის პერიოდული კონტროლირება. როტაზრი პლიუსის დანიშვნის გამოცდილება პაციენტებისთვის ახლახან ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაციით არ არსებობს. როტაზრი პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს შესაძლებელია აზოტემიის განვითარება, დაკავშირებული თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებასთან. თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში კრეატინინის კლირენსით >30 მლ/წთ, არ არის საჭირო დოზის კორექცია. მაგრამ თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის თირკმელების უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსით ≥30 მლ/წთ, მაგრამ  <60 მლ/წთ) ეს კომბინირებული პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ორმაგი ბლოკადა: არ არის რეკომენდირებული როტაზარ პლიუსის და ალისკირენის ერთობლივი გამოყენება, რადგანაც იზრდება ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი. პრეპარატ როტაზარ პლიუსის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და პაციენტებში თირკმელების საშუალო და მძიმე ხარისხსი სიმძიმის უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ/1,73 მ2) უკუნაჩვენებია.                 
თირკმელების უკმარისობა: პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით თიაზიდური დიურეტიკები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც წყლის და ელექტროლიტური ბალანსის მცირე ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომა. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ როტაზარ პლიუსის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
აორტული და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია: როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებისთვის აორტალური ან მიტრალური სარქველის სტენოზით ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით.
პირველადი ალდოსტერონიზმი: პაციენტები პირველადი ალდოსტერონიზმით ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნლო საშუალებებზე, რომლებიც თრგუნავენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემას. მაშასადამე, როტაზარ პლიუსის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები: თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება შეამციროს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზების კორექცია პაციენტებში დიაბეტით. თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია.
თიაზიდური დიურეტიკებით თერაპიას შეიძლება ახლდეს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეების ზრდა; მაგრამ პრეპარატში შემავალი 12,5 მგ დოზის დროს დარეგისტრირებულია მინიმალური ეფექტები ან მათი არარსებობა. 
ზოგიერთ პაციენტებში თიაზიდებით მკურნალობისას შესაძლებელია ჰიპერურიკემიის ან პოდაგრას განვითარებაც კი.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ისევე, როგორც ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში, რომელიც იღებს შარდმდენ თერაპიას, აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალების დაცვით, სისხლში ელექტროლიტების კონტროლირება.
თიაზიდებმა, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიონ წყლის და ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ნიშნები, რომლებიც მოუთითებენ წყლის და ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევაზე არის: სიმშრალე პირში, წყურვილი, სისუსტე, ლეთარგია, თვლემის მოვლენა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მაგალითად, გულისრევა ან ღებინება.
მიუხედავად იმისა, რომ თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ირბესარტანით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს დიურეტიკებით განპირობებული ჰიპოკალიემია. ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის ციროზით, გაძლიერებული დიურეზით, ელექტროლიტების არაადექვატური პერორალური შეყვანით და კორტიკოსტეროიდებით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონებით ერთდროულად ჩატარებული თერაპიის დროს. პირიქით, როტაზარ პლიუსში შემავალი ირბესარტანინს გამო შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება, განსაკუთრებით თირკმელების უკმარისობის და/ან გულის უკმარისობის დროს, და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. საჭიროა შრატში კალიუმის შესაბამისი მონიტორინგის ჩატარება რისკის ჯგუფის პაციენტებში. საჭიროა სიფრთხილის დაცვა როტაზარ პლი